• RSS

Sunday, September 13, 2009

ახალი სასწავლო წლისკენ!

   წლევანდელი არდადეგების ბოლო დღეს შევეგებე და რამდენიმე საათში გამოვემშვიდობები კიდეც!
   საკმაოდ დატვირთული  წელი მელის წინ... უამრავი სამეცადინოთი + რედაქცია და New Art, შეიძლება რამე ახალიც...
   ბლოგისთვის ისე ხშირად ვეღარ მოვიცლი, მაგრამ პერიოდულად აუცილებლად დავწერ პოსტებს ცხოვრებისეულ ამბებზე, წარმატებებზე და განცდებზე.
 
   სიმართლე გითხრათ, მიხარია კიდეც სკოლის დაწყება, ამდენი ხანი სახლში ჯდომა მოსაბეზრებელია და მეც მომბეზრდა უკვე.


   დღეს სალონში უნდა გავიარო, ხვალისთვის რას ჩავიცვამ - შევარჩიო, გეგმასავით ჩამოვწერო - რა უნდა გავაკეთო. მართალია, რასაც ვგეგმავ, არასდროს გამომდის, სულ თავდაყირა მიდგება ყველაფერი, მაგრამ, ჩემი აზრით, აქამდე გონივრულად დაგეგმილი არაფერი მქონდა და ამიტომ არ მიმართლებდა.


   გარდა ამისა, მყავს/მაქვს, მე ვთვლი, რომ მყავს აწ უკვე უსაყვარლესი "მეგზური", რომელიც მთელი წლის "გადაგორებაში"  ნამდვილად დამეხმარება და უამრავ წარმატებას მომაპოვებინებს. "მეგზური" ერთი არაჩვეულებრივი რვეულია,საგანმანათლებლო ორგანიზაცია "დიდაქტიკის" მიერ გამოცემული, რომელიც მოსწავლეებს ან არამოსწავლეებს ცხოვრების დაგეგმვაში ეხმარება.


   იმედი მაქვს, წლის ბოლოს დაწერილ პოსტში უფრო გაზრდილს, ჩამოყალიბებულს და დაჭკვიანებულს "მიხილავთ" :)


   ეს კი ჩემი "მეგზურია", მხოლოდ მისი მინიმალური ფუნქციებით.
  
ჩემი მიზნები
  
სკოლის ღონისძიებები და წლის გეგმა
  
ტესტები და სკოლის ძირითადი საგნების ძირითადი წესები, ამ შემთხვევაში გრამატიკა
  
შეფასების ჩემეული პროგნოზი და ტესტი, თუ რამდენად მაქვს მოსმენის უნარი 
  
P.S. მე დროებით გემშვიდობებით. ხვალ სურათებს გადავიღებ და იმასაც დავდებ ბლოგზე, როგორც გავიგე, ბევრი სიახლეა სკოლაში და აუცილებლად გაჩვენებთ! :)

2 comments:

თათია said...

chemi lamaziii... saal aba shen ici warmatebebi daa yvelaper kargs gisurveeeeb...miyvarxaaar periaaa

Kate said...

კარგია საქმე როდესაც გაქვს ადამიანს.

რამდენი წლის ხარ???