• RSS

Wednesday, May 26, 2010

წიგნი, რომელიც უნდა წაიკითხო, სანამ ცოცხალი ხარ


    წეღან ფეისბუქში ვიჯექი მოწყენილი და უცებ ამომიგდო ბიბლუსის პოსტი.  მერე გიორგის მივწერე, თუ შეიძლება, მეც განვათავსებ ბლოგზე - მეთქი და სიამოვნებით დამთანხმდა.

   ახლა რაშია საქმე! ეს არის პროექტი, რომელშიც ნებისმიერ ადამიანს შეუძლია მონაწილეობა მიიღოს. ვისაც წიგნები უყვარს, ფაქტობრივად, სხვებს ეხმარება.  უბრალოდ თქვენ უნდა შეარჩიოთ 10 ყველაზე საყვარელი წიგნი, რომელსაც უდიდესი სიამოვნება მოუნიჭებია თქვენთვის და გააგზავნოთ  ამ მაილზე :   50books@palitra.ge


   ან თუ მაილების წერა გეზარებათ, შეავსოთ ეს ბლანკი : http://50.kvirispalitra.ge/  


   მე შევსება ვამჯობინე, მაგრამ ნახევარი საათი ვფიქრობდი წიგნებზე... ვორჭოფობდი... ალბათ, დამეთანხმებით, რა რთულია საყვარელი წიგნის ამორჩევა, როცა უცებ გახსენდება ის პერიოდი, რომ კითხულობდი და ყველა გეძვირფასება... ბევრი ყოყმანის შემდეგ ამოვარჩიე ათიოდე და გავაგზავნე!

   ვინც ამ პოსტს ნახავს, ყველას მინდა მონაწილეობა ვთხოვო!  დღეს, ფაქტობრივად, თქვენზეა დამოკიდებული ბედი ჩემი ასაკისა და კიდევ უფრო პატარების, რომლებსაც ჯერ კიდევ არ აქვთ გათვითცნობიერებული, როგორი "ნარკოტიკია" კითხვა! :)

5 comments:

clown said...

შევავსე ^_^

Unknown said...

კარგი ბიჭი ხარ! :)))

Unknown said...
This comment has been removed by the author.
Unknown said...

gavgzavne :P

AniUuSh... said...

mec gavgzavne :P