გუშინ სპექტაკლზე ვიყავი. ჩვენთან, სკოლაში თეატრალური სტუდია გვაქვს, დაბალკლასელები მსახიობობენ ხოლმე, ხოდა გუშინ "ხორავას თეატრში" "ჭინჭრაქა" დადგეს. :) ისე საოცრად თამაშობდნენ, გავოცდი. თან ჩემი ბიძაშვილი და დეიდაშვილი მონაწილეობდნენ და ორმაგად ვისიამოვნე :)
ამ პოსტში სპექტაკლის განხილვას არ ვაპირებ, უბრალოდ რაღაც აღმოვაჩინე და მინდა, დავწერო.... რომელ თეატრშიც არ უნდა ვიყო, ვისაც არ უნდა ვუყურებდე, ძალიან დიდი განცდები მიპყრობს ხოლმე... ემოციებს უსაზღვროდ გამოვხატავ, ვტირი, ვიცინი, ვბრაზდები. მაგალითად, ჯაპანა ერთ-ერთ სპექტაკლში უარყოფითი პერსონაჟის როლს ასრულებდა და იმის მერე რაღაცნაირად ვუყურებ, თითქოს ისეთი არ აღმოჩნდა, როგორიც მეგონა... შეიძლება, პირიქითაც მომივიდეს, ბოროტმა როლმა შემაყვაროს მსახიობი... მოკლედ ერთობ უცნაურობები მემართება ხოლმე... ხოდა, გუშინაც სანამ დარბაზიდან გამოვიდოდი, მანამდე ვერც კი შევნიშნე, როგორ მქონდა ხელის გულები გაწითლებული ტაშის დაკვრისგან... :) ყველაფერი უზომოდ შემიძლია, სიყვარული, სიძულვილი, მეგობრობა...! უსაზღვრო ადამიანი ვარ... და ცოტა მეშინია!
0 comments:
Post a Comment