• RSS

Saturday, June 19, 2010

გავუცნაურდი...


    ... დღითიდღე მეუცნაურება ყველაფერი... თითქოს სხვა პლანეტიდან ვარ, მაგრამ აქამდე ასე არ იყო, ყველაფერს თავისი ადგილი ჰქონდა... შავი შავი იყო, თეთრი - თეთრი. ახლა ფერები ერთმანეთში აიჭრა, შეერწყა, შეერია... შავი გაღიავდა, თეთრი - გამუქდა, ერთ ტონალობას მიუახლოვდნენ, გააგურისფერდნენ, გამზისფერდნენ, გაღრუბლებისფერდნენ... და მერე ისევ გაშავდნენ და გათეთრდნენ. ვეღარ ვხვდები, რომელი რომელი იყო, ან ეს უეცარი თავბრუსხვევა რას ნიშნავდა... ვგრძნობ, რომ ყველაფერი თავდაყირაა, მაგრამ ვხედავ საპირისპიროს. უკვე აღარ ვიცი, რომელს დავუჯერო - თვალს თუ გონებას... 

   ...მაგრამ ...ცრემლი გამიღიმილდა... 

3 comments:

clown said...

რა ყველას დეპრესიონერა დაგვემართა? :შ

არაუშავს გაგვივლის:უსერ:

kanario said...

აუ, ის სიმღერა გახსოვს? ბიბი და სერგი რომ მღეროდნენ, "გაგივლიის" :))))

Anonymous said...

:))) :))) ხუმრობა იქით იყოს და მეც გავუცნაურდი :)) მაგრამ საბედნიეროდ, დეპრესიონერა არ მჭირს და პირიქით ამ ჩემი გაუცნაურების გამო ტავს ბედნიერად ვგრძნობ. ცოტა ხანი დააცადე, შეეგუები, უფრო მოწესრიგდება სიტუაციაც და უცხოპლანეტელივითაც აღარ იგრძნობ ტავს. ეგეთი "გაჭედვები" ყველას გვქონია :)