• RSS

Wednesday, June 30, 2010

სიხარულობები

    ბედნიერი ვარ... უბედნიერესი! ორი დღის ნერვიულობის შემდეგ, როგორც იქნა, გავიხარე! ჩემი ესპანელები მე-4-ედ ფინალში არიან! უჰუუუუუუუუუუ! 3-ში პარაგვაის გავანადგურებთ და მერე ვნახოთ, რა იქნება!  გული მაქვს აჩქარებული და სტანდარტულად ვეღარ ვსუნთქავ სიხარულისგან! :)))))) 



   ჩემი ვილია, 4 ბურთი დაუგროვდა უკვე მსოფლიო ჩემპიონატზე და გონსალო იგუაინს გაუთანაბრდა გოლებით... იმედი მაქვს, მალე გაასწრებს კიდეც... ^^ :-* 
   


როგორ მიყვარს კასილასი! <3  


მოგვილოცეთ გამარჯვება! :) 


   დღეს კინო-თეატრ რუსთაველში მივდივარ... "ბინდი-ახალი მთვარის" პრეზენტაციაა... მეორე წიგნი თარგმნეს ქართულად... ვატყობ, რომ მჭირდება ახალი "ძალები" ამ წიგნის მხრივ ^^  თან, რომ არ მქონდეს, გავგიჟდები. ფილმზე რამდენად შევალ, არ ვიცი... კი მივდივარ, მაგრამ ბილეთების ამბავი გარკვეული არ არის. ვნახოთ, რა იქნება!  



    თუ ფოტოები გადავიღე, საღამოს დავდებ! :)

    წარმატებულ დღეს გისურვებთ, მარად თქვენი კანარიო

0 comments: