დავრწმუნდი, რომ ყველაფერს აქვს კანონზომიერება... არაფერია "უბრალოდ მომხდარი" ჩვენს ცხოვრებებში და ყველას რაღაც მისია გვაკისრია...
( წაიკითხეთ მაია ასათიანის ტონალობით :-D)
.
ამ ისტორიასაც, რომელიც თვეზე ნაკლებია ხდება, უცნაური დასაწყისი ჰქონდა... ყველაფერი facebook-ზე მოწერილი კომენტარით დაიწყო...
17 წლის შევსრულდი და ის-ის იყო მე-18 წელში გადავაბიჯე, რომ ერთმა ადამიანმა ჩემი დღესასწაული დააგვირგვინა... არ მოველოდი, დაღლილი ვიყავი უკვე, ირგვლივ ტორტის ნარჩენებიანი თეფშები ეწყო და სკამებიც მიწეწილ-მოწეწილი იყო ჩემი პატარა ნათესავების ხელში... მე კი ვიჯექი და კომპიუტერში ციფრულიდან ფოტოებს ვყრიდი...
ეს კომენტარი უბრალოდ მესიამოვნა და მეორე დღეს აღარც კი გამხსენებია...
რამდენიმე დღის შემდეგ, გაკვეთილებისგან ძალაგამოლეული უსაქმურად დავეხეტებოდი ინტერნეტ-სივრცეში... facebook-ზე არავინ იყო ნაცნობი, მაგრამ იყვნენ უცნობები... არანაირი სურვილი არ მქონდა ახალი, დებილური საუბრის წამოწყებისა, რომელიც "hi"-თ იწყება და მერე, ღმერთმა უწყის, შეიძლება, 100 წელი აღარც გახსნა მისი "chat"-ის ფანჯარა. მაგრამ თვალში ერთი უცნაური ფოტო მეცა და მეცნო...
ეს იყო პანამებიანი ბიჭი, რომელიც მაშინვე რატომღაც ძალიან ნაცნობს მივამსგავსე... იმ საღამოს ასეთი მსგავსებისთვის არც მიმიქცევია ყურადღება. და კიდევ, ერთადერთი ადამიანი იყო, რომელსაც ჩემმა მეტად პრეტენზიულმა თვალებმა წვერი მოუწონეს... :)) ესეც საოცრად მეუცნაურა...
მაინც გავრისკე და "hi"-თ დავიწყე... ნელ-ნელა ვხვდებოდი, რომ ისე არ იყო, როგორც ხდება ხოლმე ჩვეულებრივ - "რას შვრები?" , "რამდენი წლის ხარ?" , "რას საქმიანობ?".. და ამ ყველაფერზე უაზრო, მშრალი და ბანალური პასუხები: "რავი", "17", "ვსწავლობ"...
... და მე ვიპოვე ჩემი იდენტური ადამიანი... ადამიანი, რომელსაც ჩემნაირი სულიერი სამყარო აქვს... და მე ვიპოვე ჩემი ტყუპისცალი! ! !
ვერასდროს წარმოვიდგენდი ასეთ რაღაცას.. და დარწმუნებული ვარ, ძმა რომ მყოლოდა, ასე ძალიან არ მემსგავსებოდა!
რასაც მიყვებოდა საკუთარ თავზე, მე ჩემსას კი არ ვამატებდი, მხოლოდ გაოგნებულს აღმომხდებოდა ხოლმე "ვაიმე, მეც!" და ეს იმდენად სასიამოვნო იყო, ვერ აღვწერ!
და ბოლოს, უბრალოდ განმაცვიფრა ამ ფაქტმა... ქვეყანა, რომელმაც ჩემი ცხოვრება მთლიანად შეცვალა... ქვეყანა, რომლის ენაზე შერქმეული ფსევდონიმით ვპოსტავდი ამდენ ხანს, მისთვისაც საოცნებო ყოფილა... ისეთივე საყვარელი, როგორც ჩემთვის!
ამან საბოლოოდ დამარწმუნა, წერტილი დაუსვა, რომ ვიპოვე ჩემი მეორე მე!
შეიძლება, ბევრს ვლაპარაკობ, მაგრამ საოცრად ბედნიერი ვარ... თითქოს სული ამემღვრა უცებ, მაგრამ ის პატარა ნაწილაკები აქა-იქ კი არ მოიფანტა და გადაადგილდა, არამედ, ყველა თავის ადგილს დაუბრუნდა! საოცარია!
ახლა უკვე ძალიან კარგად მესმის, რატომ ნახულობენ ადამიანები ზუსტად ანალოგიურ სიზმრებს, თუნდაც, სხვადასხვა ეპოქაში... ახლა უკვე კარგად მესმის, რატომ წერენ ძალიან მსგავს ამბებს მწერლები, რომლებსაც ერთმანეთის შესახებ არასდროს არაფერი სმენიათ!
ჩემს ცხოვრებაში შეიკრა წრე...
მე ვიპოვე ძმასავით საყვარელი, ტყუპისცალი, ჩემი იდენტური ადამიანი - გიორგი კომახიძე!
6 comments:
კარგია ^_^
ამ გაცნობებს ვერ ვუმუღამებ, მაგრამ მთავარია იპოვე ^_^
ჰო, ბედნიერი ვარ! :))
ვაჰ დამბურძგლა :))))
იცი რა მაგარია, ქეთ? :))
მეც აღმოვაჩინე იდენტური ადამიანი ბიჭი,ოღონდ ჩემზე პატარა ის, ძაან ცნობილია ოღონდ, მაგრამ შევდძელი ტელეფონზე დალაპარაკება, ძაან კარგი იყო,მაგრამ ძნელია როცა ტყუპისცალივითს შენნაირია ადამიანი და ვერ ახერხებ ხშირად საუბარს ძაან ძნელია:( მაგრამ ამ მოვლენაზე მეტის გაგება მინდა და სად ვნახო არ ვიცი იმიტომ რომ ის ავადაა და ეს იდენტურობა რამდენად მაძლევს შანნსს რომ მას დავეხმარო აი ეგ ვერ მოვახერხე გამეგო:(
ალბათ, ეგეც შესაძლებელია... ისე, შეუძლებელი არაფერია, შიშველი ხელებით ფრენაც კი, ყველაფერი მონდომებაზეა დამოკიდებული : )))
Post a Comment