რა ხდება ახლა... :) წესით, ბარგს უნდა ვალაგებდე, მაგრამ ვზივარ და ამ პოსტუკას ვწერ. რამდენიმე საათში აღარ შემაწუხებს ტვინისმბურღავი მანქანების რახრახი თბილისის ყველა ცენტრალურ ქუჩას რომ ახლავს თან და სრულ სიმშვიდეს მივეცემი. სოფელში მივდივარ, მოკლედ. :)
კბილები მიკაწკაწებს უკვე სიხარულისგან, გაიხსნება ახლა ჯოკერის საღამოები პარებში, უპარებოდ... მერე ბადმინტონი, აივანზე წიგნის კითხვის საათები... ჩემი "მრისხანე" "მასწავლებლური" დარიგებები, პატარები თუ არ იმეცადინებენ... :) ერთი თვისთვის აშენებული შტაბები, რომლებიც ერთ თვესაც ვერ გაუძლებს :) ფილმის გადაღების მცდელობები, ფილმის, რომლის პრემიერაც ისევ ჩვენი მრავალრიცხოვანი ოჯახის წევრების აღტაცებას გამოიწვევს - რა ნიჭიერია ეს მაიმუნი ერეკლეო. :)) ჩამოვალ, მალე ჩამოვალ! :*
აგვისტოს შუა რიცხვებში კიდევ უფრო გაიზრდება "დამსვენებელთა" რაოდენობა და მხიარულება, დეიდაჩემი ჩამოვა... ოო, აი, მერე უნდა ველოდო დღეში 10-ჯერ ჯოკერს.. ლიტრა-ნახევარი წყლის დალევებით და 100 ბუქნებით... :)) მაგიდის ქვეშ გაძრომა-გამოძრომებიც, თან ისე კი არა, ყველაფერი ციფრულით ფიქსირდება.. :)))
მოოოკლედ... უი, გტოვებთ-მეთქი რომ ვთქვა, მოვიტყუები... პერიოდულად შემოვალ ხოლმე და ჩვენი დროსტარების ამბებს მოვყვები :)) არც "თავანის ჩამბარებელთა" სურათებს დავიშურებ და ერთად ვიცინოთ მერე :))
წავედი ახლა, ჩავალაგებ რაღაცებს და ... ჰო, მართლა, ტვიტერზე ამედევნეთ. ვგონებ, იქიდან უფრო ბევრს შეიტყობთ ჩემზე, დალოცვილი tweet.ge - ს წყალობით. ^_^ s.kanario
ბედნიერად! :*
4 comments:
ბედნიერად :*
შეგეხმიანები ხოლმე შენ... :*
გილოცავ : ) ძალიან , ძალიან კარგია ახლა ქალაქ გარეთ გასვლა, მეც ვნახტორბ, ნეტა მეღირსოს. კარგ დასვენებას გისურვებ <3
აუ რა მაგარია. თეთრი შურით მშურს ეგ სიტუაციები. აბა შენ იცი კარგად დაისვენე.
Post a Comment