დღეს ბევრი ვიბოდიალე რუსთაველზე, საკუთარ თავზე ვფიქრობდი და ცოტა უკეთ გავიცანი კიდევ... :)) მერე "პეპელაში" შევიარე, უსაყვარლესი მაღაზიაა, ძალიან მიყვარს... კოელიოს "ეშმაკი და სინიორიტა პრიმი" ვიყიდე... მთელი საღამოა ვკითხულობ... მოვრჩები დღესვე და მერე ისევ ახალი "თავგადასავლები" დაიწყება საწიგნეთში... :))
ჰო, მართლა, გუშინ გრინმარის ბლოგზე ერთი მუსიკოსი აღმოვაჩინე - Chris Spheeris.
იმდენად ჩამითრია და მიმიზიდა, ვერც აღვწერ. საოცრად ამშვიდებს ფსიქიკას და განწყობას ასუფთავებს :)
ესეც ფოტო - სამზეო განწყობისთვის :) |
8 comments:
ფოტოა ფანტასტიური,სიმშვიდის შეგრძნებას ბადებს
რომ დავინახე, ვიგრძენი, როგორ ჩამჭიკჭიკა ყურთან... ^_^
ზოგადად აზიური მუსიკა არ მომწონს, მაგრამ ამ კომპოზიციას, ალბათ გამონაკლისებში ჩავწერ.
ჰო მართლა
?დონდე ესტა ელ სოლ?
გიგოლი, ყველაფერში უნდა დაგენახა მზე... :)) იმალებოდა, მაგრამ ჩვენ მაინც ვხედავთ მას! :)
ესტა ენლა კაჰა :)
es beguriani surati sastikad momecona!
ახლა ვერ, მაგრამ სახლში რომ მივალ, მოვუსმენ ამ სიმღერას.
Post a Comment