დაბერებული და ახლადნაშობი მზეების კოლექცია მაქვს, მაგრამ მათი მზის შუქზე გამოტანა ვერა და ვერ მოვახერხე... ისევ ჩემს გულში ანათებენ მხოლოდ... დაე, ანათონ...
- აკადემიური მოსწრების მხრივ, პროგრესს ვატყობ საკუთარ თავს და იმედია, წარმატებული წლის ბოლო მექნება.
- ჩუმად ვკითხულობ მხატვრულ ლიტერატურას... (რაღა ჩუმად?!)
- ხშირად ველაპარაკები საკუთარ თავს... სიგიჟის ნიშნებია, ვიცი, მაგრამ მაინც...
- სიცივის მიუხედავად, მაინც ანათებს მზე, მერე რა, ხალხი თუ ვერ ხედავს?!
- ეროვნული ოლიმპიადის ქართულის მე-2 ტურიც დავლაშქრე.
- ესპანური ვნებები დღითიდღე მიმძაფრდება...
- მერამდენედ აღმოვაჩინე უკვე, რომ ჩაი ხასიათს მიუმჯობესებს...
ფოტო განწყობისთვის
"Hello, sun!" |
5 comments:
რა მაგარი პოსტია. დადებითი ემოციით აღვივსე. ძალიან კარგი გოგო ხარ. მადლობა.
რა კარგი ხარ!♥ სულით ხორცამდე მზიანი! ♥ და სიყვარულით..სითბოთი სავსე!
kate, მადლობა შენ, ჩემს პოსტებს რომ კითხულობ... :* მიხარია, ხალხს ჩემი სიხარულით თუ ვახარებ... ამაზე დიდი ბედნიერება რაღა უნდა იყოს?
რუსა, უღრმესი მადლობა... მინდა, ყველა ჩემსავით ბედნიერი იყოს.. :*
უჰ, მე სულ ვკითხულობ შენს ბლოგს.
გმადლობ ამისთვის... :*****
Post a Comment