ასე გამოიყურება ბაზალეთის სკოლა ზამთარში.. : ) |
დანარჩენ ფოტოებს დღეს საღამოს დავდებ ან ხვალ საღამოს, როგორ მოვასწრებ ყველაფერს, გააჩნია.. :)
დაუვიწყარ უკანასკნელ საათებს ვატარებ აქ, ამ ბავშვებთან ერთად... შევეცადეთ, დრო მაქსიმალურად გამოგვეყენებინა და ძილს "წავეკინკლავეთ", მარტო ცოტა ხნით ვურიგდებოდით, ისიც შიგადაშიგ... :D
ჩამოსვლის დღეს, საღამოს, წრეზე დავსხედით და ერთმანეთი უკეთ გავიცანით... თამაშ–თამაშ : ) "მე არასდროს..." ვითამაშეთ, გარეგნული იერით და პირველი შთაბეჭდილებებით ერთმანეთი დავახასიათეთ, ვინ მოგვეწონა დანახვისთანავე და ვინ – არა. რაც მთავარია, ვასაბუთებდით, რა არ მოგვეწონა ერთმანეთში და შევეცადეთ, ის "შეცდომები" აღარ გაგვემეორებინა. :) ძალიან თბილი დამოკიდებულებები ვიგრძენი თავიდანვე 3 ბავშვის მხრიდან: ხატია, თაკო და რატი ჯერ კიდევ ავტობუსში გავიცანით მე და თამომ და ისე შევეჩვიე, ასე მგონია, ბავშვობიდან ვიცნობ...
მერე სხვებთანაც დავახლოვდი... ღამით ბავშვების ერთი ჯგუფი შევნიშნეთ დიდი დერეფნის ერთ–ერთ მაგიდასთან და მათთან მივედით... ორი ბავშვი ქუთაისელი აღმოჩნდა, დაგვხოცეს სიცილით... ძალიან მაგარი ხალხია, სიმონ! :D თბილისიდან ბევრი ბავშვია, მაგრამ რაიონებიდან არის 60% და ისეთი თბილები და ჭკვიანები არიან, ბევრს შეშურდება!!! მომწონს მათთან ურთიერთობა :)
გვიანობამდე ვიყავით, მერე რასინგი–რეალის თამაშს ვუყურე და ისევ იმათთან ჩავედი...
დილით 9–ის ნახევარზე წამოვხტი... ისევ ამერია და დუში მოვუშვი, ონკანის ნაცვლად, მაგრამ ახლა უფრო ტექნიკურად დავუძვერი, აღარ დავსველებულვარ ისე :D ვისაუზმეთ, მერე "რა?სად?როდის?" ვითამაშეთ და 3–ზე ლექციები დაგვეწყო. სულ 3 გვქონდა, თან სამართალზე... ბევრი დადებითი თვისება აქვს აქ ყოფნას, კიდევ ერთხელ დავწმუნდი, რომ იურიდიული საკითხები ჩემი საქმე ნამდვილად არ არის.. : )) ძალიან შაბლონურია და მბოჭავს თითქოს... ფრთებს ვერ გაშლი, უბრალოდ იცი, რომ ეს ასეა და ასე უნდა იყოს კიდევ დიდი ხანი, სანამ არ შეცვლიან...
პირველ 2 ლექციას იძულებით ვუსმენდი, დიდი ვერაფერი შემძინა, რასაც უკანასკნელზე ნამდვილად ვერ ვიტყოდი... საოცარი იყო. თემა: ადოლფ ჰიტლერის ფსიქოლოგიური პორტრეტი. საოცრად კომუნიკაბელურმა ლექტორმა წაგვიკითხა, მთელი აუდიტორია ხელში ეჭირა, მიუხედავად იმისა, რომ აქეთ–იქით არ უვლია და მეტიც – სკამიდან არც კი ამდგარა. შეიძლება, ეს უმნიშვნელო ნიუანსია, მაგრამ მაინც მინდოდა, ხაზი გამესვა...
მერე ყავა გავიკეთე, ცოტა ხნით კომპიუტერთან დავჯექი და ჩემებს შევეხმიანე. რომ მოსაღამოვდა, აღმოვაჩინე, რომ თითქმის ყველას ვიცნობდი უკვე. მაფიოზობანას ვთამაშობდით, თავისუფალი უნივერსიტეტის ადამიანური რესურსების მართვის მენეჯერი – ალეკო შელია რომ შემოგვესწრო.. გამოგველაპარაკა ცოტა. ჩვევად მაქვს, ადამიანებს ვაკვირდები ძალიან, ოღონდ ისინი ჩემს დაჟინებულ მზერას ვერ გრძნობენ ხოლმე ხშირ შემთხვევაში და ეს მათი უკეთ "შეცნობის" საშუალებას მაძლევს... ასე, დაკვირვების პროცესში მყოფს, უცებ კატალონიური ფეხბურთის ფერები მომხვდა თვალში, ტანსაცმლის ქვევიდან "ანათებდა", მაჯაზე... :D დავითრგუნე :D ვანიშნე და მიხვდა, რეალის ფანი რომ ვიყავი, ალბათ, ჩემს ჟესტიკულაციაზე :D ძველი თამაშები მანახა მერე...: )
ჩვენმა ქუთაისელმა, იუმორის მამამ, KVN–ის ჩატარება ითავა და ჩვენც აგვტეხა. : ) სკეტჩებისთვის ანეკდოტები თვითონ ამოწერა, სახალისო საინფორმაციო გამოშვების ხუმრობები მოიფიქრა და ერთ ღამეში შოუ დადგა... : )) რა საინტერესოა, რა გამოვიდა. თავიდან მონაწილეობის სურვილი მეც მქონდა, მაგრამ მერე ვეღარ გავქაჩე აზროვნების მხრივ და სხვებთან გამოვედი...
ჩამოგვათენდა... რა ლამაზი იყო თოვლზე არეკლილი ბაზალეთის ლუურჯი ცა, რომელიც ნელ–ნელა ცისფრდება და თენდება დღე... ჩვენ კი თითქოს რაღაც გვბწკენს გულში... მალე, სულ რამდენიმე საათში ავტობუსებში რომ უნდა ჩავსხდეთ და დავუბრუნდეთ აბიტურიენტულ ცხოვრებას ქიმია–ფიზიკის წიგნებითა და გულისდამწყვეტი ფრაზით: "რა მალე გადის დროოო!" :(
პ.ს.: გუშინ, საღამოს, დისკოთეკასავით მოვაწყვეთ, სხვადასხვა ცეკვა ვიცეკვეთ და თუ "მომეპრიანა", შეიძლება, ჩემმა ვიდეოებმა მზის შუქიც იხილონ : ))
პ.ს.: გუშინ, საღამოს, დისკოთეკასავით მოვაწყვეთ, სხვადასხვა ცეკვა ვიცეკვეთ და თუ "მომეპრიანა", შეიძლება, ჩემმა ვიდეოებმა მზის შუქიც იხილონ : ))
4 comments:
ვაიმე, გული ამიჩუყდა.. :(( <3
იიიი.... მიხარია რა, დღეს გნახაავ! :*
rogor mshurs tkveni :s mec mindaa :(((
ჩემი ბუსა, ჰო, დღეს 4–5–სკენ მანდ ვიქნები უკვე :*
ან, კარგი იქნებოდა, შენც რომ ყოფილიყავი :(( აუ, მიშაზე მწყდება გული კიდე, თან ძალიან! : (((
რალამაზია ბაზალეთი <3
Post a Comment