• RSS

Wednesday, June 22, 2011

წამომეწვიმა

სასურველია, წვიმის ხმის თანხლებით წაიკითხოთ.



ვერანდაზე რბილი სავარძელი გამოვდგი და ფეხებმოკეცილმა მოვიკალათე... 
მუხლებზე ბალიში დავიდე და დავეყრდენი...
საშინელი ამინდია გარეთ, საჩემო...
თვალი მიშტერდება, გუბეებში ჯერ კიდევ იხრჩობიან წვიმის წვეთები და საოცარ ხმას
გამოსცემენ...


სიმარტოვეს ტკივილი ემატება და ტირილი გინდა, 
მაგრამ შენს სათქმელს ისევ წვიმა ამბობს...
შენ კი უბრალოდ დუმხარ...


გამოვიფიტე... თითქოს საზრდო შემომაკლდა და ძებნის თავიც აღარ მაქვს...
ქუხს...
მაფხიზლებს და მსიამოვნებს... გონზე მოვყავარ და სისულელეებზე ფიქრს არ მანებებს...
ვგრძნობ, რომ მარჯვენა ფეხი მიბუჟდება, მაგრამ არ ვინძრევი...
ვნანობ, ცოტა თბილად რომ არ ჩავიცვი, მკლავებზე სიცივე მეპარება...


2-3 კვირაა, გულის ხმა აღარ მესმის და მეშინია, უგულო არ გავხდე...
კოკისპირულად წვიმს... 
ვსუნთქავ ღრმად და თითქოს არაფერზე ვფიქრობ... 


ვდგები სავარძლიდან... მარჯვენა ფეხს ვეღარ ვგრძნობ, კოჭლობით მივდივარ მოაჯირთან  ძალიან ახლოს და ვეყრდნობი...
წვიმის წვეთები სახეში მირტყამენ გამეტებით, მერე კი ერთ რიგად ეწყობიან და ყელის 
გავლით ტანისკენ მიიწევენ...
მარჯვენა ფეხის გულზე ნემსებივით მერჭობა რაღაც...
ვიხდი ფეხსაცმელს და გავდივარ გარეთ... 


თავსხმაში... თქეშში... 

0 comments: