ორი დღეა "home alone"-ს საუნდტრეკს ვუსმენ, იქნებ როგორმე მომიყვანოს საახალწლო განწყობაზე-მეთქი... ყოველ წელს რაღაც ახლის მოლოდინში ვარ. მჯერა, რომ სასიკეთოდ ჩამოჰკრავს 12-ს საათი და იმ წუთიდან ხელახლა ჩავებმები ცხოვრების ფერხულში... ძველზე დაშენებული ახალი ემოციებით, ახალი ამბებით... ბოლო რამდენიმე წელია 31-ში ვაწყობთ ნაძვის ხეს მე და ნანაკო. რომ ვუკვირდები, რაღაც ნაძალადევი პროცესია, შედეგი კი მოგვწონს, მაგრამ მაგასაც ხასიათზე ყოფნა უნდა და მიჭირს განწყობის ყურით თრევა... როგორც ახლა!
ერთადერთი, რისი ხალისიც გამაჩნია ამ წუთებში, ასეთი ნაძვის ხის აწყობაა... შეიძლება, გავაკეთო კიდეც (შედეგს გაჩვენებთ).
ფეისბუქზე მობილური სეთინგები გამეთიშა და თითქოს რაღაც მაკლია. ბოლო რამდენიმე დღეა იდიოტივით ველოდები მეგობრების განახლებულ სტატუსებს, მაგრამ რად გინდა?! ახლაც ვეჩალიჩები, 234612034620-ჯერ გავაგზავნე მოთხოვნა და ჯერ არც არაფერი შეცვლილა...
კოლოქვიუმები ისევ თავზე მაყრია. 3 დამრჩა, ამ წელს მარტო ორი მიწევს, სამაგიეროდ, ფილოსოფიურად დავიწყებ 2012-ს. :/ ახლაც მეჩქარება და მე ამ პოსტს ვუზივარ... ფილოლოგიის თემები უნდა დავამუშავო, ავკრიფო და ბავშვებს გავუგზავნო... ბოლოს მომიღებს ეს ჰუმანურობა :|
მალე მოვალ ახალი პოსტით, ახალი განწყობით და ახალი დაააადებითი ემოციებით, ტე პრომეტო! <3
მანამდე ამას უსმინეთ
0 comments:
Post a Comment