• RSS

Wednesday, January 11, 2012

რაღაც, სითბოს მსგავსი...


   მაქვს ხოლმე ცხოვრებაში ჩავარდნები და ახლა სწორედ ეგ პერიოდია... თეორიულად კი მირჩევნია, წლის დასაწყისში ვიყო ასეთ მდგომარეობაში და მერე "დავიპყრო მწვერვალები", მაგრამ პრაქტიკულად როგორ განვახორციელებ, საინტერესოა...

   ახლა უბრალოდ თქვენთან ლაპარაკი მინდა... მინდა, რომ კარგი განწყობა შევიქმნა მომდევნო დღისთვის... მინდა, რომ ყოველდღე ვწერო რაღაც, მაგრამ ცოტა რთულია... სპეციალურად ჩაჯდომა უნდა ამ ყველაფერს და თითქოს გულს  ვეღარ ვუდებ... გარდატეხის ასაკში მყოფი ბავშვივით, ხან ავფორიაქდები, ავიჭრები, გადავირევი, ხან წყნარად ვარ და ვუბრუნდები ჩვეულ კალაპოტს... გავზარმაცდი და როგორ მეშლება ნერვები...!

   წეღან რაღაცას ვეძებდი ბლოკნოტში და ჩემი შოკოს ჩანაწერს გადავაწყდი... დამთბა... აქამდეც უნდა გამომექვეყნებინა ეს ისტორიული ჩანაწერი და დამვიწყებია...


19.12.2011/ 13:40

დღეს ნიკოლოზობაა! გილოცავთ!
პირველი ხდებოდა, უნიში რომ შემოვაბიჯე, 118-ე აუდიტორიასთან დავეყუდე და კანარიოც გამოჩნდა <3 თვალები გაუბრწყინდა თავისზე ადრე მოსული რომ დამინახა : ) ლიტ.მცოდნეობის სემინარზე ვართ ახლაც. სანამ სოლო შემოვიდოდა, მე და კანარიომ გავცვალეთ ჩვენი "უმნიშვნელოვანესი" ინფორმაციები... ატაცებულები ვართ ორივე... იმედია, ყველაფერი კარგად იქნება!!!
მთავრდება სემინარი... აუf! მშია!ვიცი, ამ მსუნაგსაც შია! მაშ... კუჭი მეწვის! მეძინება! სახლში მინდა!
მიყვარს ჩემი კანარიო <3
ძალიან! ვიღაცას აქ ცუდი სუნი აქვს და ახლა უნდა გავგიჟდე :@
იმედია, კანარიო გააგრძელებს წერას დღევანდელი დღის...
ო.ღ.ჩ. რატო ხდება ესეთი სასიამოვნო მოულოდნელობები ხანდახან??? : ) ოხ!
მიყვარხართ!!!
კანარიო, ჩემო...

მეც ვითომ გავაგრძელე: 
ბლოკნოტი გადავშალე და ჩემი შოკონკორას ჩანაწერი დამხვდა უცებ... ვაიმე, ვაიმე! რა ბედნიერებაა, ფილოსოფიაზე რამე "ნათელ წერტილს" რომ დაინახავ...

ფილოსოფია და ჭირი ამათ... ხვალ სახლში ვრჩები იმის გამო, რომ მეორე შუალედურისთვის ნორმალურად მოვემზადო... მიყვარხართ და ჩემებს წარმატებები 13-ში, 4-ზე მაღლივში უნდა ვიყოთ...!

P.S. ჰო, მართლა, დღეს თექვსმეტობანაში წავაგე და უკვე ყველა რიცხვში 16 მელანდება... 

2 comments:

მარი said...

ეხლა ვიხსენებდი იმ დღეს შენი ბლოგი რომ პირველად ვნახე. მეგობარი უნდა მოსულიყო და სანამ მოვიდოდა თავიდან ბოლომდე წავიკითხე შენი ბლოგი.არცერთი პოსტი არ გამომიტოვებია და ეხლა ვხვდები ,რომ რაღაცნაირად ჩემი ხარ <3
ჩემი კი არა ძალიან საყვარელი ხარ <3 რაც არ უნდა ცუდ ხასიათზე ვიყო ,აქ შემოსულს სულ ღიმილი მეფინება ხოლმე სახეზე(ჩემი ბოლო პოსტი ისეთი ცუდი განწყობით იყო განწყობილი ეხლა კი თითქოს გავბედნიერდი)
სალო,მინდა რომ ძალიან დიდი ხნის შემდეგაც ( 10_20 წლის მერე)შემოვიდე აქ და ისევ შენი პოსტით გაღიმებულმა დავტოვო შენი ბლოგი <3
ძალიან ,ძალიან მიყვარხარ!!!!

Unknown said...

maar, rogor maxarebs aseti sityvebi, ai, taplivit blanti da utbilesi ragac megvreba xolme gulshi <3 mec maqvs magis imedi da sheni, rogorc jurnalistis tvalit danaxuli chemi blogi saintereso iqneba dasaxasiateblad :)) :*