ყველაფერი თითქოს უკუღმა ტრიალებს და მეც უჩვეულო ემოციებს ვემსხვერპლები ეს ბოლო კვირებია... სიზმარში მუდმივად გავრბივარ, ოღონდ სად ან ვისგან, ჯერ ვერ დავადგინე... ვუსმენ Adele-ს ხშირად და ფიქრებით მივდივარ ძალიან შორს...
უნივერსიტეტის პირველი სემესტრიც მიმეწურა. გამოცდები არც აქამდე მაკლდა, მაგრამ დიდი ციებ-ცხელება მაქვს ახლა... მაღლივის ხშირი სტუმარი გავხდი და სულაც არ მსიამოვნებს, უგემური გარემოა, ცუდ ხასიათზე მაყენებს, განწყობაში მიფურთხებს...
იქაურ კონტროლიორებს "ჩავუძმაკაცდი". იმდღეს რომ ვიყავი, გამოცდა მქონდა დილით... ბილეთი რომ დავანახე, სტუდენტურიც მომთხოვა. სტუდენტი რომ არ ვიყო, ამ დილა უთენია მაღლივში რა მომიყვანდა, მოხალისეს ვგავარ-მეთქი? თავისივე ალოგიკურობაზე ჩაფიქრდა, შევატყე, მაგრამ მაინც დაათვალიერა ყურადღებით ჩემი წიგნებიანი სტუდენტური ბარათი... გაოცებას ვარ, რანაირ ხალხს არ შეხვდები ამ დედამიწაზე!
ჩაის ყუთი საყვედურით სავსე მზერას მომაპყრობს ხოლმე, თაროდან მის ნაცვლად ყავას რომ ვიღებ ამ ბოლო დროს... შევეჩვიე... მაგრამ ერთადერთი რამ არის, რისი გადაჩვევის დროსაც ძალისხმევა არ მჭირდება.
ვჭამ უუუამრავ კივს და არ მბეზრდება, სადაცაა მეც გავმწვანდები სულ...
როგორ მინდა, ისევ ისე იყოს ყველაფერი ჩემთან, როგორც ამ სემესტრში... ბავშვებთან ერთად, ჩემს ბავშვებთან ერთად ვიყო... ლექციების მერე რომ ჩავისეირნებდით ხოლმე ჩვენს მყუდრო "კვარიათში" და ჩვეულ მენიუს რომ ვუკვეთავდით... fრი, დიდი ლობიანი და ქათმის სალათი... მერე ხურდა-ხურდა რომ ვითვლიდით ფულს, ვის რამდენი უნდა გადაგვეხადა.
მაღლივიდან ანისთან წავედით მე და თამო იმდღეს ცოტა ხნით, ჭორაობაც მოვასწარით, "ქეიფიც", მომავალიც განვიხილეთ, ჩვენი ოცნებები დავლოცეთ, ვიცინეთ და წამოვჩანჩალდით მერე.
8 თებერვალს მაქვს შემდეგი გამოცდა, მაგრამ ვხვდები, რომ 2-2 დღეში ვეღარაფერს მოვაწრებ და უკვე დავიწყე რაღაც-რაღაცების ამოკონსპექტება. 31-ში ლიტერატურის ინსტიტუტში გამოცდამდელი კონსულტაცია გვაქვს და წამოვიღებ ამ რვეულს, დარწმუნებული ვარ, გამოგადგებათ და გადააქსეროქსეთ, ჩემებო!
7 comments:
უჰ! ჩემი სალო <3
შენ ხომ არ იცი როგორ ველოდები ხოლმე შენს ახალ -ახალ პოსტებს <3
საყვარელო :*
ვიცი, პირველივე შენი "ნავიზიტარია" ხოლმე ჩემი პოსტები : ))) :* :* <3
მეც მინდა ეგეთი ოტახი :უსერ:
რა საყვარელი ოთახია.. მმმ.. და როგორი საყვარელი ავტორი ჰყავს ბლოგუნას! <3
nati, tu me gavakete, shen modi xolme, tu shen - me gestumrebi xshirad :D
maco, miyvars xolme shens blogze shemoseirneba. Gansakutrebit is patara "metichara" protonebians rom medzaxis )))
warmatebebi sali :*:* <3 momenatre <3
mec, gio, dzalian!
rogori cvlilebebi damxvda shens blogze <3
Post a Comment