• RSS

Saturday, July 10, 2010

დღნაჩვი


     კარგ განწყობაზე ვარ დღეს მთელი დღეა, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ცხელა და წესით ენაგადმოგდებული უნდა ვქოშინებდე... :) ნელ-ნელა ვაგვარებ ყველა პრობლემას... ბიოლოგიის და ფიზიკის წიგნებს ვიმარაგებ ამ ზაფხულისთვის, თავი უნდა დავაკლა... :( ქიმიაც შეემატება, მალე, ვგონებ... :(  

   ხვალ ფინალია, დიიიდი დღე და იმედია, ესპანეთის მოგებით დაგვირგვინდება ყოველივე, დიდი იმედი მაქვს... :) მართლა მჭირდება მოზღვავებული სიხარული ახლა... 

     ჰო, მართლა, ხვალ სოფელში უნდა გავქანდე, მივალაგოთ ცოტა, რომ გავიდეთ მერე... მომენატრა იქაურობა, სიმშვიდე, მანქანების ხმაურისგან შორს ყოფნა... ჩემს ბიძაშვილებთან და დეიდაშვილებთან ერთად გართობა... დეიდაჩემთან ჭორიკნობა და ათასი რამ კიდე... :) წავალ და მიუხედავად რთული გრაფიკისა (მეცადინეობის მხრივ), რომელიც საკუთარ თავს შევუდგინე (მაზოხისტურ ნიშნებს ვატყობ ამ ბოლო დროს ჩემს თავს), მაინც გავერთობი ცოტას, დარწმუნებული ვარ...  თან დაბადების დღეები ახლოვდება ახლობლების და სავარაუდოდ, იქ გადაიხდიან... :ხეფი: :ხეფი:  :)
  
    მოკლედ ხვალ საღამოს სახლში ვიქნები უკვე და ჩავუჯდები ფეხბურთს... ემოციებს დავწერ აუცილებლად.. ცუდსაც (ღმეთმა ნუ ქნას!) და კარგსაც! 

       როგორ დროზე მომისწრო არდადეგებმა, თორემ ახლა ვხვდები, ვეღარ გავუძლებდი... 

       ჰო, გილოცავთ  Tweet.ge - ს. :)

  პ.ს. სათაური რა იყო ვითომო, მკითხავს დაკვირვებული კი არადა, რა შუაში იყო დაკვირვებული... მკითხველი მკითხავს... ციყვის შვილს ჰქვია, თურმე, დღნაჩვი და ისე მომეწონა ეს სიტყვა... ^^  უნდა ამეკვიატოს ახლა...არაუშავს :)) რაღაცნაირია სიტყვაა, საყვარელი...  დღნაჩვი!  :)) 

1 comments:

clown said...

:| ქიმიას, ფისიკას და ბიოლოგიას ნუღარ მიხსენებ :|

და უბრალოდ წესების დაზუთხვა არ უშველის ჩვენ საქმეს :შ


ბედნიერ დასვენებას გისურვებ :*