განწყობას ვეღარ ვაკონტროლებ ხოლმე ხანდახან და მერე შიშშეპარული ვზივარ ფიქრების კიჩოზე... და ველოდები ვარდნას.
კარგი წიგნი მენატრება... დილით რომ ჩაუჯდები და საღამომდე თავს რომ არ აწევ... ამდენი დრო კი.., სამწუხაროდ...
მარტო ყოფნა მენატრება ძალიან ხშირად... ადამიანების უაზრო შეხედულებებისგან შორს...
ჩაის ახლაც ვსვამ, მაგრამ მაინც მენატრება!
გაგიშვებთ მერე... მონატრებას მოვკლავ და... მერე.
ცინიკოსების გარემოცვაში ადამიანური სახე მენატრება...
ზღვის სუნი მენატრება ხოლმე კიდე.. მხოლოდ სუნი..
ნუ დამეკარგები, მენატრები..!
რამდენი ხანია, აღარ მიფრენია...
როგორ მენატრება...
მე კი - დავიღალე!
12 comments:
"კარგი წიგნი მენატრება... დილით რომ ჩაუჯდები და საღამომდე თავს რომ არ აწევ... " რამე თუ იპოვე, მეც მითხარი რა.
მეც დავიღალე.
მორალურად.
გეტყვი აუცილებლად! :)
ბევრია ასე. ალბათ, პერიოდია ცუდი...
ხო.
და ეს ცუდი პერიოდი არასოდეს მთავრდება :((
არა, შეიძლება ადამიანებმა მიიღონ ყველაფერი უსასრულოდ, ქეთ... მთავარია დადებითი ვეძებოთ ყოველთვის, ის, რაც დამალული და დაფარულია, თორე უარყოფითი ყოველ ფეხის ნაბიჯზე გვხვდება ხოლმე...
ის რა ლამაზი სურათია – ფანჯრიდან/კარიდან პირდაპირ ზღვაში რომ გადადიხარ... მეც მომენატრა ზღვა.
მეც ასე ვიღლებოდი ხოლმე ადრე, მერე მივხვდი, რომ ცხოვრებაში ზუსტად ეს დაღლაა კარგი და სტიმულისმომცემი. თუ არ გინდა დაღლა, მაშინ უნდა დაიძინო და გეძნოს მანამ, სანამ ყველაფერი დასრულდება და სხვები იცხოვრებენ... ხვდები, რას ვამბობ?
ძალიან დამაფიქრებელი და კარგი პოსტი იყო, ფოტოებიც სასწაულად შესაფერისი.
ხო, ალბათ მართალი ხარ სალ.
მაგრამ როცა არაფრის შეცვლა არ შეგიძლია, მაშინ რა უნდა ქნა??? არც არაფერი, მიყვე დინებას უბრალოდ.
მეც დავიღალე იმით, რომ არ ვიცი რა მინდა ან სად მინდა :|
ხოდა პირველ სურვილად რაც გიწერია ავისრულე, ჰარი პოტერის მეშვიდე ნაწილი წავიკითხე უკვე მერამდენედ და ისე მესიამოვნაა...მმმ...<3
ვხვდები, სოფ, როგორ არ ვხვდები... დაძინების კატეგორიული წინააღმდეგი ვარ, დარჩა ერთი გზა - ბრძოლა.... და გმადლობ, სტიმულს რომ მაძლევთ ამ ბრძოლისთვის.. :) :*
არა, ქეთ, არ მიჰყვე დინებას! დინებას მკვდარი თევზები მიჰყვებიან ხოლმე...
როგორ დავაგვიანე და დავაშავე თავიდანვე რომ არ მივყევი ჰარი პოტერს... მაგრამ არც ახლაა გვიან, ასე მგონია!
მეც თევზი(ზოდიაქოთი) ვარ, მაგრამ მგონი მალე მკვდარი ვიქნები :((
არა, არაა... თევზები გამძლეები ხართ! :)) ვიცი ეს მე! და შენ მითუმეტეს უნდა იცოდე! :))
კი, გამძლე კი, მაგრამ რამდენი ხანი????
რა საყვარელი ხარ. :***
ეჰ, კარგ წიგნს მეც წავიკითხავდი სიამოვნებით...
Post a Comment