თოვლი მოვა და გავთბები(თ)...
დღე გავატარე წაღმართულად და გაუკუღმართებული გავუკუღმართდი.
სახეში შემაფურთხეს კალიებმა.
აჯაფსანდალსაც მოეღება ბოლო!
გამოთაყვანებულ მემინდვრეებს პირები დაუღიათ თოვლის მოლოდინში.
მეც ველი თოვლს.
ოღონდ პირდახურული!
როგორ ვმალავდი ჩემს მეობას. არა, კი არ ვმალავდი, უბრალოდ არ მემორჩილებოდა... ახლა კი ჩმორია, პატარა ჩმორი, რომელიც ჩემს ყველა ბრძანებას ემორჩილება... დამიჭერენ ვითომ?! ძალადობისთვის... თუ არც დამიჭერენ!
ფეხის ქუსლებს მოვიფხან და ადამიანები ჩემს ნამდვილ სახეს დაინახავენ!
შემზადებაა!
ნეტა იცოდეთ, რას გიმზადებთ, ახვრებო!
აგრესიული ვარ?! ნუთუ იგრძენით?! ნუთუ თქვენს გაყინულ "ადამიანობას" რამის განცდა შეუძლია?! თუ მარტო უარყოფითს იგებთ, თქვენ მიმართ ნასროლ უარყოფითს?!
კარგია!
კარგია, თუ რამეს მაინც გრძნობთ, პროგრესია!
მე თოვლი მათბობს, გაყინული თოვლით ვთბები. თქვენ მზის სხივებს ელით ხოლმე მთელი ცხრა თვე ფეხმძიმე ქალებივით და მერე სამი თვე ნანატრ სხივებს ემალებით: გვცხელაო! ჩქარა, კონდენციონერებიო!
სასაცილოა!
შეირგეთ! არა, ჯერ მოიპოვეთ, შემდეგ ჩახეთქეთ და ბოლოს შეირგეთ! ოღონდ რთული იქნება!
შიშის სუნი დადგა... თქვენ დააყენეთ? სიტყვა რთულიც გერთულებათ თქვენ, არადა, რთულზე მარტივი არაფერია!
მოკლედ...
მე ვზივარ ფიქრების გზაჯვარედინზე და ველი თოვლს, რომელიც მზეზე უკეთ
(მ)ათბობს!
0 comments:
Post a Comment