• RSS

Sunday, November 14, 2010

50 წიგნი, რომელიც უნდა წაიკითხო!

საინფორმაციო/საკონკურსო პოსტი
პირადი მოსაზრებებით


  • ეს არის პროექტი, რომელიც დაგვეხმარება უამრავი ადამიანის მიერ მოწონებულ და განცდილ წიგნებს ვეზიაროთ.
  • ეს არის პროექტი, რომელიც საოჯახო ბიბლიოთეკას სწრაფად და ხელმისაწვდომ ფასად გაგვიმდიდრებს.
  • ეს არის პროექტი, რომლითაც უბრალოდ ისიამოვნებ.
  

    დაახლოებით ერთი წლის წინ, როცა ამ იდეას საფუძველი ეყრებოდა, ვერც წარმოვიდგენდი, გაისად რამხელა მოუთმენლობის წინაშე დავდგებოდი და დედამიწის ყველაზე დიდი სულსწრაფივით ავიკლებდი ყველას: "რა ხდება, აბა?!" , "ახალი ხომ არაფერია?!" , "ხო არაფერი გამომპარვია?!", "მალე იქნება?"...
   
   ალბათ, ყველაზე უკეთ ის ადამიანები გამიგებენ, რომლებისთვისაც წიგნი "ნარკოტიკია",   კითხვა კი "კაიფი". 

        არც მეტი, არც ნაკლები - 50 ნაწარმოები!  ზოგმა - რა ამბავიაო?! ზოგმა - 50 წიგნით ვერ განათლდებიო! მოკლედ, უამრავი მითქმა-მოთქმის, კრიტიკისა და ვაი-ვიშის მიუხედავად, დღეს პირველი წიგნი გვიპყრია ხელთ. 


 ყველაზე მისაღები არის ის, რომ ეს წიგნები გათვლილია ნებისმიერი ასაკის მკითხველზე, ანუ ამ 50-ტომეულში ყველა თაობისთვის გამოინახება ადგილი. ასევე, აღსანიშნავია, რომ ყოველი ნაწარმოები ჟანრობრივად აბსოლუტურად განსხვავდება ერთმანეთისგან.
  
    ეს ყველაფერი კი იმაზე მიუთითებს, რომ პროექტის ავტორები სამმაგი ამოცანის წინაშე დგანან:  მსოფლიო ლიტერატურა - რთულია გამოარჩიო საუკეთესო, მკითხველის წლოვანება - მიზანია დააინტერესო ნებისმიერი ასაკის ადამიანი, ჟანრი - ეს უკვე გემოვნების საკითხია.  ამ ამოცანის ამოსახსნელად ისევ მკითხველის მხარდაჭერაა საჭირო. 

     ცნობილია მხოლოდ ის 20 წიგნი, რომელიც თავდაპირველად დაიბეჭდება. დანარჩენი 30 ჯერ კიდევ დასადგენია. ასე რომ, გეძლევათ უნიკალური შანსი, საოჯახო ბიბლიოთეკაში გქონდეთ ის წიგნები, რომლებსაც თავად აირჩევთ. 

    გამოკითხვა გრძელდება! მიმაჩნია, რომ სავალდებულოა შეავსოთ ანკეტა და გაგვიზიაროთ თქვენი ათეული, რომელსაც ყველაზე დიდი შთაბეჭდილება დაუტოვებია თქვენზე.  

                                                      ა   ნ   კ   ე   ტ   ა  

   შერჩეული წიგნები გაზეთ "კვირის პალიტრასთან" ერთად ორ კვირაში ერთხელ გაიყიდება. 22 ნოემბერს ჯეკ ლონდონის "მარტინ იდენი", ხოლო 6 დეკემბერს შოთა რუსთაველის "ვეფხისტყაოსანი" გამოიცემა. 

  უფრო დაწვრილებითი ინფორმაციისთვის შემოგვიერთდით facebook-ზე, სადაც შეგიძლიათ წამოიწყოთ დისკუსია, დაასაბუთოთ, რატომ უნდა გამოსცენ/არ გამოსცენ ესა თუ ის წიგნი, დადოთ საყვარელი ნაწარმოებების სათაურები თუ ლინკები, ეკონტაქტოთ პროექტის ავტორებსა და მონაწილეებს...

        გარდა ამისა, შეგიძლიათ აგვედევნოთ ტვიტერზე და ეწვიოთ პროექტის მხარდამჭერ ბლოგს

        იკითხეთ ჩემი დღიურები და შეიტყობთ მნიშვნელოვან სიახლეებს. 


                  ბედნიერ მოგზაურობას გისურვებთ მსოფლიო ლიტერატურაში!  


მუდამ თქვენი კანარიო
   
     

0 comments: