იმდღეს მეტროთი ვმგზავრობდი. ტელეფონი მეჭირა ხელში... ტელეფონზე ბრელოკი მიკეთია, ჩემი სახელი აწერია ზედ...
პატარა ბავშვი შემოვიდა ვაგონში... მათხოვრობდა... საერთოდ, პატარებს არ ვეხმარები ხოლმე, არ ვენდობი... მერე მიდიან და წებოს ყიდულობენ ან სხვა ართმევთ, უფროსი და მათი დახმარება მაინც არ გამომდის.
კართან ვიდექი, ჩემთან მოვიდა... 2 წუთი უყურა ბრელოკს... მერე მორიდებით ამომხედა და ჩუმად მკითხა: "სალომე გქვია?" იცით, რა დამემართა? ხო არაფერი, მაგრამ ისე გამიხარდა...
-კი...კითხვა იცი-მეთქი? - თავი დამიქნია და გაიქცა...
მთელი საღამო გაღიმებული დავდიოდი...
4 comments:
ვაიმე!! (ცრემლიანი ღიმილის smile )
იცი სულ მეტირება ასეთ სიტუაციებზე...ასეთებს მზიანებს ვუწოდებ...ასე მგონია შიგნიდან ანათებენ და სითბოთი და სიყვარულით გავსებენ...
^_^
უსაყვარლესი პოსტია.: * შენსავით
უღრმესი მადლობა, საყვარელო.. ^_^ ორმაგი კომპლიმენტისთვის... :**
Post a Comment