სანამ აქაურობა სტუდენტი გოგოს ბლოგს დაემსგავსება, თავისი სტუდენტური ამბებითა და ყოველდღიური, საინტერესო და თავგადასავლებით აღსავსე პოსტებით, მინდა, ერთი მეტად "უწი-პუწი" პოსტი გამოვაქვეყნო. : )
ზოგისთვის სრული თორმეტი წელი, ზოგისთვის - თერთმეტი, ზოგისთვის ორი ან სულაც რამდენიმე თვე...
კარგად მახსოვს, ყოველი ახალი სასწავლო წლის დასაწყისში, როგორ ვამჩნევდით ხოლმე, რომ, თურმე, გავზრდილვართ, მაგრამ ახლანდელი პერიოდი მაინც შორს გვეგონა. ისიც მახსოვს, როგორ შევყურებდი ხოლმე ადრე მე-11 კლასელებს და რამხელები მეგონნენ, არადა, ახლა ჩემზე პატარები არიან.
ბევრჯერ მიფიქრია, სკოლის დამთავრების შემდეგ, ესენი როგორ უნდა მომენატრონ, 24 საათი ერთად ვართ, ნეტა მალე მორჩეს, რომ მომშორდნენ ერთხელ და სამუდამოდ-მეთქი, მაგრამ ახლა ვხვდები, რომ მომენატრებით... (მაია ასათიანის ინტონაცია)
ცხოვრების ახალი და, ალბათ, ბევრად მნიშვნელოვანი ეტაპისთვის ვემზადებით თვრამეტივე... სხვადასხვა სფეროებს მოვედებით, გავიფანტებით, შევეცდებით, ჩვენი მწვერვალებისთვის ყველაფერი გავაკეთოთ... ვიყოთ წარმატებულები და პროფესიონალები... მაგრამ ხანდახან მიჭირს ხოლმე დაჯერება, რომ ყოველ დილით, სწავლასმოწყურებული ბავშვივით რომ გავეშურები, სულ სხვა მეგობრები დამხვდებიან იქ.
პატარა ბავშვები რომ ოცნებობენ ხოლმე - "მე რომ დიდი გავიზრდები, უნდა გამოვიდეე.... " - ამგვარმა აზრებმა შემომიტია დილას, მაგრამ ბავშვების ფიქრებისგან განსხვავებით, ეს ოცნება არ არის, რეალობაა... უფრო სწორად, სურვილი, რომელიც ახლო მომავალში, დარწმუნებული ვარ, ფრთებს მართლაც შეისხამს....
ირაკლი, მამუკა და შოთა წარმატებული დიპლომატები იქნებიან
ნანკა, ნინი და ნინი თეთრ ხალათებში გამოეწყობიან და ჩვენს ჯანმრთელობაზე იზრუნებენ. (მთავარია, არ გავაბრაზოთ :))) )
ტასო, ნინი, თორნიკე და თამუნა ბიზნესის სადავეებს ჩაიგდებენ ხელში
გიო ქართულ (და არამარტო) ეკონომიკას ააღორძინებს
ლევანი და ანი მსოფლიოში ყველაზე ცნობილი ქართული ტურისტული სააგენტოს დირექტორები იქნებიან... (და ესპანეთში ტურნეებზე ფასდაკლებებს არ გამომაპარებენ!!! არასდროს!!! :-D )
სალომე და ირაკლი სამართლიანობისთვის გადადებენ თავს
ანრი არქიტექტურაში თავის სიტყვას იტყვის და ღრმა კვალს დატოვებს (ჩემი ბიძაშვილია, იცოდეთ, მაინც... :-D )
ბოლოს კი, ყველანი რომ დავიღლებით ჩვენი საქმეებითა და სამსახურებით, ქეთის კონცერტზე გავეშურებით. რამდენიმე ასეული დოლარის გადახდა არ დაგვენანება ერთი მშვიდი და ძალიან მელოდიური საღამოსთვის :))
წარმატებულ პირველ კურსს გისურვებთ, კლასელებო! :*
0 comments:
Post a Comment