• RSS

Saturday, August 6, 2011

შავ-თეთრი სიზმარი


დიდი ხანია, ასეთი მკვეთრი და უცნაური სიზმარი არ მინახავს... :/ თან ჩემი სიზმრები იშვიათად მთავრდება ხოლმე კარგად, ეს ამითაც იყო გამორჩეული...
თითქოს ფილმს ვუყურებდი 3D ხარისხში...

მეორე მსოფლიო ომის ელემეტებით გაჯერებული სიზმარი იყო, ძველი იარაღები ჰქონდათ, შავ ტანისამოსში ჩაცმული კაცები დარბოდნენ აქეთ-იქით...
მერე ჩვენ დაგვინახეს, რამდენიმე ადამიანი, ვინც ჩემთან ერთად იყო...
ოჯახის წევრები აშკარად არ იყვნენ..
დროზე, დროზეო - ყვიროდნენ...
რკინის ჟანგიანი კიბეები იყო იქვე, იქითკენ გვანიშნეს, ყველანი ჩადითო...
ჩავდიოდით და არ სრულდებოდა...
არადა, ზევიდან რა პატარა კიბე ჩანდაო, - ვფიქრობდით...
ცალ-ცალკე ოთახებში გაგვამწესეს...
ირგვლივ ისეთი ჭუჭყიანი იყო ყველაფერი...
მერე კედლის უკნიდან რაღაცის ღრენა გავიგე და ცნობისმოყვარეობამ წამძლია,  შევიხედე და ისეთი საზიზღარი ძაღლი იწვა...
პირში რკინის ჯაჭვი ედო, რათ უნდოდა, ვერ მივხვდი...
ყველაზე სასაცილო ის იყო, რომ უკნიდან პატარა ლეკვები გამოცვივდნენ, ზუსტად ისევე ეწყოთ პირში ჯაჭვები, როგორც დედამისს თუ მამამისს... ვერ გავარჩიე სქესი..
გავუღიმე და ადამიანივით დავუწყე ლაპარაკი ამ დიდ ძაღლს...
გაუკვირდა..
ალბათ, ასე არ ექცეოდნენ ხოლმე...
ჩუმად იყავი, არ იყეფო, გვიპოვიან - მეთქი.
მართლა გაჩუმდა. ვგრძნობდი, რომ ჩემს მხარეზე გადმომყავდა...
მერე სადღაც შევძვერი და რომ მოვბრუნდი, იმ ადგილას აღარ ვიყავი, სადაც ორი წამის წინ...
დიდი ტომრები ეწყო იქვე, იმის უკან დავიმალე...
საიდან უნდა გამეღწია, ვერ ვხვდებოდი...
ვიღაცის ფაჩუნი მომესმა მერე, კედელთან მივედი და თვალების ზომის ორი ჭუჭრუტანა დავინახე...
რომ გავიხედე, ზუსტად ისეთივე ჭუჭრუტანა იყო მოპირდაპირე კედელზე და იქიდანაც ვიღაც იყურებოდა...
მომეჩვენა, რომ ისიც მე ვიყავი...
მერე გაქრა და ორი წუთის მერე ისევ გამოჩნდა, თვალის ფორმას რომ დავაკვირდი, მივხვდი, რასაც მანიშნებდა...
სიწყნარეაო... მალე ყველაფერი დამთავრდებაო...
არ მჯეროდა...
ზურგით მივეყუდე ისევ იმ ტომრებს და თვალები დავხუჭე...
ვერ ვხვდებოდი, იქ რა მინდოდა ან ჩემს თავს რატომ ხდებოდა ეს ყველაფერი...
რამდენიმე საათი გაუნძრევლად ვიჯექი და მივხვდი, რომ მთლად დავბუჟდი...

უცებ რაღაც ტკაცანი მომესმა, მერე უფრო ძლიერად, მერე ფიცრების გადატეხვის ხმა გავიგე...
ვიღაცამ ფეხით შემოანგრია, მომაძახა - "მორჩაო" და გაიქცა...
ცოტა ხანი ისევ ისე ვიჯექი, მერე წამოვდექი და ფრთხილად გავიხედე...
იმ ფიცრების უკან ყველაფერი მიელაგებინათ...
კათარზისს ჰგავდა იქაურობა, ყველას თავისი თეფში ედგა მაგიდაზე და მე მიყურებდნენ...
ჩემი მეგობარი ხატიას ღიმილი ვიცანი და მეც გავუღიმე...
ისევ იქ იჯექიო? - გაკვირვებულმა მკითხა...
ვერ მივხვდი, რა უნდა მეპასუხა...

მერე რა მოხდა, უკვე აღარ მახსოვს... :/

0 comments: