ამ უკანასკნელი ერთი კვირის მანძილზე იმდენი "დრაფტი" დაგროვდა ჩემს საპოსტეთში, შეხედვის მეშინია... სანამ ჩამოვყალიბდები, ყველაფერს დავალაგებ, სათქმელს თავს მოვუყრი და წარვსდგები თქვენი აღმატებულება - მკითხველის წინაშე, ამას დავწერ... თეგ-თამაშში ამოვყავი თავი და დაე, იყოს ეს პოსტი ჩემი დაბრუნების პირველ საფეხურად.. (რაღაც, მაღალფარდოვანი გავხდი ამ ბოლო დროს).
მადლობა, დაო, დათაგვისთვის :))
- რა შეკითხვას დაუსვამდი შენს თავს? - ამის მერე რას წაიკითხავ?
- რაში ხარჯავ ყველაზე მეტ ფულს? - კალმების ყიდვაში.
- რის გარეშე არ ჩაუვლია არცერთ დღეს? - ფიქრის გარეშე... (ვისზე და რაზე - მოგვიანებით, კიდევ მესტუმრეთ).
- როგორ ფიქრობ, ვინ ან რა იყავი წინა ცხოვრებაში? - ფლამენკოს მოცეკვავე ესპანელი გოგო ვიყავი ^^ დღემდე მენატრება იქაურობა...
- ვინ მოახდინა ყველაზე დიდი გავლენა შენს ცხოვრებაზე? - პერსონაჟებმა, რომლებიც ისევე ცხოვრობენ ჩემ გარშემო, როგორც დედა, მამა... შენ...
- 50 წლის შემდეგ ჩემზე იტყვიან...? - "დაანებე, ბებო, მაგ ფეისბუქს და ბლოგს თავი, სად ჩარჩი?"
- ყველაზე შტერული კითხვა? - "ღადაოობ?" (მაგრამ ერთი ჩემი მეგობარი ხუმრობით, მაგრამ ისე საყვარლად ამბობს, იისე... მარტო მისგან მოსმენილი "ღადაოობ?" მხიბლავს... ^^ თუ ნახა ეს პოსტი, ვგონებ, იცნობს თავის თავს :)) ლავ ია <3)
- ხალხი მიიჩნევს, რომ მე... - ზოგი გიჟად მთვლის, ზოგი კეთილ ადამიანად, ზოგი კომუნიკაბელურად, ზოგი ნიჭიერად, ზოგი ზარმაცად... ნაწილობრივ მართლები არიან...
- ვერ ვიტან, როცა... - ჩანგალს უსვამენ ცარიელ თეფშზე, ფრჩხილებით ეხებიან დაფას, მომმართავენ ასე: "გოგონა", მეძახიან და კითხვას მაწყვეტინებენ, ზურგს უკან ჭორაობენ...
- ჩემი ასარჩევი რომ იყოს, მომავალ ცხოვრებაში გავჩნდებოდი - ფრინველად.
ვთაგავ მას, ვისაც დაწერის სურვილი აქვს :)))
0 comments:
Post a Comment