ძალიან ბევრი ვიფიქრე იმაზე, თუ როგორი პოსტი შეეფერებოდა კანარიოს ბლოგს. ხან რაზე დავიწყე წერა, ხან რაზე, მაგრამ ბოლოს მაინც გადავწყვიტე, რომ ისეთი პოსტი დამეწერა, აი, "შინაურული" :) აი, ისეთი, ჩემი და სალომეს ურთიერთობას რომ შეეფერებოდა.
როგორც უკვე იცით, წიგნების კითხვაზე მეტად ცხოვრებაში არაფერი მიყვარს. ხომდა, მე როგორც ვიცი, სალომეც თითქმის ჩემნაირია : ) შეიძლება ითქვას, ჩემზე უარესიც.... ფეისბუკზე სურათი ედო, სადაც წიგნს კითხულობდა და კომენტარებში აღმოვაჩინე, რომ "უთავო მხედარს" კითხულობდა.... ისიც გავარკვიე, რომ მასზე ამ წიგნმა ისეთივე დიდი და კარგი შთაბეჭდილება მოახდინა, როგორც ჩემზე.
ამიტომ, ბევრი ფიქრის შემდეგ მივედი დასკვნამდე: ჩემი პოსტი სალომეს ბლოგზე "უთავო მხედარზე" უნდა ყოფილიყო. მივიღებ თქვენგან შენიშვნებს და კრიტიკასაც.. პირველი გესთ-პოსტია ეს ჩემი და პირობას გაძლევთ, რომ ჩემი შემდეგი გესთ-პოსტები უკეთესი იქნება (თუ, რა თქმა უნდა, კიდევ ვინმეს მოუნდება ასეთი რამე შემომთავაზოს)....
მაინ რიდის "უთავო მხედარი"....
ამ ზაფხულს წავიკითხე 3 დღეში და აი, არ მყოფნის სიტყვები გრძნობების და ემოციების გამოსახატავად....
ყველაზე რომანტიკული და შთამჭდავი წიგნია მათ შორის, რაც წამიკითხავს. თან ძალიან, ძალიან სერიოზული. აი, კითხვის დროს გარესამყაროს ეთიშები და წიგნში რომ ხარ მთლიანად ჩაფლული, ისეთია... ვფიქრობ, რომ ყველა ასაკის თუ სქესის ადამიანს უნდა დააინტერესდეს ეს წიგნი და ვისაც არ წაუკითხავს, ვეტყვი მათ, რომ ბევრი დაკარგეს, მაგრამ არც ახლაა გვიანი : )))).....
და მაქვს კითხვა თქვენთან, ბლოგერნო :)))) რატომ გვიზიდავს მდედრობითი სქესის წარმომადგენლებს რომანები და რომანტიკული შინაარსის ფილმები? მე მაქვს ჩემი აზრი და მინდა, გაგანდოთ და არამგონია მართალი ვიყო, მაგრამ მაინც დავწერ უბრალოდ ჩემს აზრს და არავის ვთხოვ, დამეთანხმოს....
იმიტომ, რომ: იქ ჩვენ ვხვდებით ისეთ ბიჭებს და მამაკაცებს, რომლებმაც იციან სიყვარულის და ქალის ფასი. ასრულებენ საყვარელი ქალის თითოეულ სულელურ და თან საყვარელ სურვილებს.......
იღიმიან მათ ეჭვიანობაზე იმის ნაცვლად, რომ, თუნდაც, იჩხუბონ .......
და უბრალოდ უყვართ :)
მართალია, სულ სხვა შინაარსის პოსტის დაწერას ვაპირებდი და საერთოდ "უთავო მხედარზე" სულ სხვანაირად მინდოდა დამეწერა, მაგრამ უცებ გამახსენდა ნატოს სიტყვები და რჩევა: ნუ დაწერ წიგნის შინაარსს :) დაუტოვე რაღაც მკითხველს ...
სალომე <3 მადლობა მინდა გითხრა იმისთვის, რომ მომეცი შანსი შენს ბლოგზე დამედგა ფეხი :)) და ბოდიში, იმედები თუ გაგიცრუე : )))
პ.ს. მიყვარხარ შენც და შენი ბლოგიც :)) ....
0 comments:
Post a Comment