• RSS

Saturday, October 15, 2011

ორი ამოსუნთქვით

დიდი  ხნის პაუზის შემდეგ,
ისევ მომინდა, რითმები დამეჭირა... 



ფიქრზე ამხედრებულებს შეგვეჩეხნენ ღრუბლები,
შემეშინდა ელვის და ხელზე ხელი ჩაგკიდე...
აქ როგორი თავსხმაა, კიდევ ვერ გეუბნები,
ჩუმად თვალებს ვხუჭავ, რომ იქნებ გადამავიწყდეს...

დღეებს ნაზად ჩავწნავ და მოგიქარგავ თითებით,
ჭრელ ღიმილებს დაგიკრეფ თავდახრილი ტოტიდან...
ჩემს თვალებში ოცნებებს თუკი დააკვირდები,
მიხვდები, რომ სულ მალე გაზაფხული მოგიტანს

ფერად-ფერად გრძნობებს და ნაკუწ-ნაკუწ გვირილებს,
შიგ ჩაფურცლულ ღიღინს და სურნელებას იების...
მზეს თვალები აევსო ცრემლებით და იტირებს,
თუკი დაგინახავს, რომ სევდიანი იქნები!

აქ როგორი თავსხმაა, მერე თვითონ მიხვდები,
მოდი, გზები დავუთმოთ იმქვეყნიურ სურვილებს...
იქნებ ფიქრთ-გასახედნი მელოდია გვჭირდება...
ანდა, სულაც, ჩვენთვითონ იქნებ გავერთსურვილდეთ...

0 comments: