07:28 - მეზიზღება გაღვიძების პროცესი! ჩემზე უსუსური ადამიანი არ არსებობს მაგ დროს, მაგრამ თუ გადამეკეტაა... ჰმ! არა, არ უნდა გადამეკეტოს! არადა, დედაჩემს თვითონ ვთხოვე, გამაღვიძე-მეთქი... ლიტერატურათმცოდნეობაში შუალედური წერა მაქვს დღეს. წუხელ დამეზარა ბოლომდე წაკითხვა... ხო ვიცოდი, რომ ამ დროს უფრო დამეზარებოდა... ჯანდაბა! მიდი, სალომე, მიდი, შენ რომ იცი, ჯერ მარჯვენა ფეხი გადმოდგი... ახლა ადე!
07:45 - ყველიანი წიწიბურა... რამდენი ხანია აღარ მიჭამია... ამ ბოლო დროს სულ ტოსტებზე და გლაზურ კვერცხზე ვარ გადასული და მომნატრებია ცოტა არ იყოს და...
08:23 - დაანებე თავი ახლა ბლოგისთვის პოსტის წერას და დაიწყე მეცადინეობა!!! არ მაქვს ამდენი დრო!
10:33 - ნახევარი საათით ადრე თუ არ დავიწყე მომზადება სახლიდან გასვლამდე, მტრისას... ისე მიქრება დრო, ვერც ვამჩნევ და მერე ჩემს თავზე მეშლება ხოლმე ნერვები, მაგვიანდება და სინდისის ქენჯნის პროცესი არ მიყვარს!
11:10 - მეტროთი მგზავრობას გადავეჩვიე, უფრო სწორად, რუსთაველზე არსებულმა ჭყლეტვამ გადამაჩვია... იმდენი ხალხია, წეროსავით ცალ ფეხზე მიწევს დგომა და მერე მთელი დღე აღრენილი დავდივარ... ახლა მშვენივრად! 170-ით მივდივარ კოლმეურნეობაზე, იქ 140, 88, 61 მოდის, ცარიელ ავტობუსში ვჯდები და მერე ვერთობი წეროსავით ცალ ფეხზე მდგომი ხალხის ყურებით : )) შესაბამისად, აღარც აღრენილი ვარ :))
11:57 - ქეთი და ლევანი ვნახე მეორე კორპუსში, ამერიკისმცოდნეობას იზუთხავდნენ... მერე ქეთიმ "ბრუნებაო" და ავტეხე ხარხარი (ჩვენი შუტკაა, გაატარეთ :)))))) ), ლევანმა ვითომ არც შეიმჩნია... :პ გუკა და ნუცა შემოგვიერთდნენ... :)) გუკას და ლევანის ერთად ყოფნა არ შეიძლება, ტუალეტის კარზე გააკრეს "5 წუთზე მეტ ხანს გაჩერება ეჭვებს იწვევს. ადმინისტრაციაო" :)))))
13:00 - ლიტ.მცოდნეობის შუალედური! ჩვენი ბატონი სოსო ან უბრალოდ სოლომონი (როგორც თვითონ ამბობს, სოლომონს ბატონი რაღად უნდაო?!) ჩვენზე ღადაობის ხასიათზე იყო, რა თქმა უნდა.. საკითხები ჩაგვაწერინა და გვეუბნება: "ამოიღეთ კონსპექტი და გადაწერეთ ახლა"... ჩვენ თვალები ვჭყიტეთ.. "ჰეჰ, რა იყოთ, თქვენი აზრები გავახმოვანე" :|
არ იყო ძნელი, ჩვენ მერე ვინც შედიოდა, იმათაც ვუთხარით, რა დავწერეთ. ეჭვი გვქონდა, რომ იგივეს მიიტანდა იმათთანაც.. ასე აგიხდეთ ყველაფერი! : )))))
14:10 - ენათმეცნიერების სემინარზე შევვარდი, შემაგვიანდა ცოტა... ბოლოს ჩავაწერინე, მოვედი და მინუსი არ დამიწეროთ-მეთქი, პლუსი გიწერიაო... ვერ არის ეს ხალხი ცოტა :/
მე და ჩემი შოკოია თვალებით ვუგებთ ერთურთს, ერთი გახედვა და საკმარისია, სახეზე გვაწერია ერთადერთი სიტყვა "მმმმშია!" :)))))))) ილია უნიში ჩამათრია, ფრი აქვთ კარგი და წამოდიო, ჩემი ფეხები! აღარ ჰქონდათ... :| მერე მე რაღაც ბუტერბროდი ავიღე, შოკომ ქათმის სალათი და მერე აესე, კისრისტეხით გადავცვივდით მერვე კორპუსში ფილოსოფიაზე...
15:12 - გვეგონა, დაგვაგვიანდა... შევედით აუდიტორიაში, ვიღაც უცხო ქალი გვხვდება, გაოცებულები ვუყურებთ... მერე ისევ შოკომ ჰკითხა, ფილოსოფიაო? ზევით, დარბაზშიო, - იმ ქალმა... :/ ოღონდაც ეგ არ ეთქვა... დარბაზია მეოთხე სართულზე, მანამდე არის 100 თუ არა, 80 კიბე მაინც... დავადექით, სხვა რა გზა გვქონდა?! ქოშინით ავედით ზევით და ვხედავთ: ჩვენი ფილოსოფიის ლექტორი დგას შუაში, გარშემო ბავშვები არიან შემოხვეულები... გაგვეცინა, სოკრატესეული სემინარი გვაქვს, ეტყობაო! მაინც ვერ გავიგე, იქ რატომ ვიყავით... მერე შოკო ლამის ცუდად გამიხდა, 202-ზე რომ რეკლამა იყო, "წყააალი, წყაალი..." - ეგეთი რაღაც დაემართა :D ჩავედი გუდვილში, ძლივს ვიპოვე ერთი ბოთლი წყალი და ამოვედი უკან...
ასეთი "ჰარი-ჰარალე" და აბდაუბდა სემინარი ჯერ არ მქონია :/ ხუთშაბათს მაქვს მაღლივში შუალედური და ოთხშაბათს რომ ვისვენებთ, როგორ მიხარია!
16:20 - წამოვედი... თამო შემხვდა, მირბოდა, სოლომონის სემინარი გვიან აქვს, მაგვიანდებაო, იმასაც ვუთხარი რა იყო და როგორ იყო, რაც მახსოვდა...
რაღაც დადებითი მუხტი და ენერგია სუფევს ახლა ჩემში... ბედნიერების ნაპერწკები მიტკაცუნობენ გულის სულ, სულ დაბლა და რაა ხდება... ნო სეე.. : ))) არადა, ვითომ ჩვეულებრივი დღე იყო... მივხვდი!!! კარგად დავწერ ფილოსოფიას :)))))) წინათგრძნობაა! :პ
ესეც ჩემი დაპირებული პოსტი... გამოსწორების გზას ვადგავარ, მგონი! იეს! <3
0 comments:
Post a Comment