პოსტის წერისას, როგორც წესი, რაიმე სახის სასმელი მიდგას ხოლმე გვერდით... უმეტეს შემთხვევაში - ჩაი. შემიძლია თამამად ვთქვა, რომ ლიმონათი ჩემი მუზა არასდროს ყოფილა, მითუმეტეს მსხლის! მაშინ, როცა ყოველთვის ატამს გეახლებით ხოლმე. ეს შესავალი იმიტომ გავუკეთე, რომ საკმაოდ უჩვეულო ამპლუაში ვარ. ვწერ ადამიანზე, რომელიც სულ რაღაც ორიოდე თვეა გავიცანი, ვწერ შეპირებულ პოსტს, რომლითაც ჩემი ერთ-ერთი ძაალიან საყვარელი კურსელი უნდა გაგაცნოთ...
ბავშვებმა ერთმანეთი სწავლის დაწყებამდე გავიცანით ფეისბუქზე, ჯგუფის მეშვეობით... (ჩემი მაშინდელი ემოციები). ჩვენს ჯგუფში გუკა სუულ, სულ თავიდან ამ პოსტით მომხვდა თვალში
გამეცინა : )) ჯერ არ ვაპირებდი დარეგისტრირებას, ამიტომ არ მიმიქცევია დიდად ყურადღება...
მაშინ, როცა მეგონა, რომ გუკა უკვე ოფიციალურად ჩემი კურსელი იყო, ჩვენს ჯგუფში მხვდება შემდეგი პოსტი : )))
ამდენი უკვე ვეღარ მოვითმინე და მივწერე, შენ კიდევ არ გაგივლია რეგისტრაცია-მეთქი? შეიძლება ითქვას, აქედან დაიწყო ჩვენი მეგობრობა : ))
ძალიან საყვარელი ადამიანია, განსაკუთრებით მისი საუბრის მანერაზე ვგიჟდები! ცუდ ხასიათზე თუ ვარ და გუკა ლაპარაკობს, ამაზე დიდი თერაპია ჩემთვის არაფერია : )) შემიძლია, ვუსმინო და ვუსმინო! ხან ვაწვალებთ ხოლმე მე და ნუცა, აბა ეს თქვი, აბა ის თქვი :)) ნუცას როგორ ეძახის "ნუცუნცულას", ეს ცალკე სალაპარაკო თემაა... თბილი!
მერე დავინტერესდი, რა პროფესიის არჩევას აპირებდა და ამის პასუხად ასეთი პოსტი დამხვდა ჯგუფში:
პირადად გაცნობის მერე უფრო დავახლოვდით... ადვილად პოულობს ადამიანებთან საერთო ენას და განსაკუთრებით მიხარია ხოლმე ასეთ ხალხთან ურთიერთობა... არც სხვებთან მიჭირს, ჩაკეტილებთანაც კი მშვენივრად ვახერხებ გაბაასებას, მაგრამ ამ შემთხვევაში უფრო თავისუფალი ვარ... შემიძლია, ნებისმიერ მომენტში დაველაპარაკო, ვკითხო რჩევა, მოვუყვე ნებისმიერი ისტორია ჩემი ცხოვრებიდან, გავანდო საიდუმლო, ვეჭორავო სხვაზე და ვიყო დარწმუნებული, რომ მხოლოდ ჩვენ ორს შორის რჩება ყველაფერი... ვისაც ასეთი მეგობარი არ გააჩნია, მე მყავს და დაე, შეგხარბდეთ, იიf! :-D :-D
ისე, გამიგია, რომ ბავშვები ყველაზე გულწრფელები არიან ხოლმე და მათი ემოციებიც გაცილებით მრავლისმთქმელია, ვიდრე დიდი ადამიანების დაგეგმილი და ტვინში მილიონჯერ გადახარშული განცდები... ამიტომ, ვფიქრობ, რომ ეს ფოტო ყველაზე კარგად გამოხატავს ჩემს სათქმელსაც და გუკას პიროვნებასაც:
მოდი და ნუ დაგთბება! <3 |
მინდა, რომ სულ ასეთი კეთილი ურთიერთობა გვქონდეს და მგონია, რომ ასეც იქნება ბოლომდე...
0 comments:
Post a Comment