• RSS

Tuesday, November 29, 2011

ჩემებს!


ვიცი, ჩემი საამაყო დაქალები როგორ ელოდებიან ხოლმე ჩემს ამბებს ბლოგზე, ვინაიდან ხშირად ვერ გხვდებით და რომ გხვდებით, იმდენი დრო არ გვაქვს, რომ მთელი კვირის ამბები ერთად მოვყვეთ ოთხივემ, ცოტა რამ აქედანაც შეიტყვეთ : )) რაღაცებს ნინუცას ბლოგიდანაც ვკითხულობთ ხოლმე და გამოდის, რომ მარტო ნინის და თამუნასღა ექნება ბლოომად მოსაყოლი :)) ამ პოსტს თქვენ გიძღვნით, ჩემებო! :* 

გუშინ სახლში რომ მოვედი, ჩემი ნათესავი დამხვდა და დაწერა ვეღარ მოვახერხე, ახლაც ლექციაზე მეჩქარება, მაგრამ მაინც მოვასწრებ...

28.11.2011

მთელი ზაფხული და შემოდგომა რომ შარვლით ვიარე, მაინცდამაინც დღეს, ამ ყოვლად უსახურ ამინდში, მომინდა კაბის ჩაცმა... ბებიაჩემმა დიდი ჩხუბით გამომაცილა სახლიდან, მაგრამ მაინც კარგ ხასიათზე ვარ : )  როგორ მომწონს ფეხქვეშ თოვლი რომ ჭრაჭუნებს! <3 მერე რა, რომ ხელები გამეყინა! ჯერ ფრჩხილებთან, მერე ამტკივდა, მერე დამიბუჟდა, მერე ამეწვა და სანამ მომძვრებოდა ყველა თითი, თბილმა სამარშუტომ მომისწრო და გადავრჩი... ასე, თბილად, რბილად მივედი კოლმეურნეობამდე...

ახლა ენათმეცნიერების სემინარზე ვსხედვართ მე, თამო და გიო ბოლო მერხზე... გიორგი ძლივს დავითანხმეთ, ბოლოში დავჯდე რა, ოროსანი კი არ ვარო :))))) მერე მაინც დავსვით, სხვა ადგილი არ იყო და.. ცოტას ვმაიმუნობთ, თამოს უჭამია საჭმელი უკვე, ახლა შებმის პროცესში ვარ, გუდვილში რომ გამომყვეს...


ლექტორი ერთ ბავშვს რაღაცას უხსნის, მე პოსტს ვწერ, თამო სურათებს მიღებს, ზოგიერთს ჭკვიანი სახე აქვს, ვითომ უსმენენ... რომ მახსენდება, რომ მერვე კორპუსში ვარ წასასვლელი, ტირილი მინდება... ამ ამინდში გარეთ გასვლა, აააუ :( 

თამო და მე <3 
ზარია...
დანარჩენს გავაგრძელებ ფილოსოფიაზე ფილოსოფიურად :))

მოვედი... დავლაშქრეთ გუდვილი, ოღონდ მე და მარიმ... ჩვენი საყვარელი ლობიანები არ დაგვხვდა :( მარიმ  "ბრუსკეტებზე" შეაჩერა არჩევანი, მე შოკოლადის იოგურტზე და გავეშურეთ მერვე კორპუსისკენ... ფილოსოფიის სემინარი რომელ აუდიტორიაშიც გვიტარდება, დიიიდი ფანჯარა აქვს, უფარდო, ლურჯი დაფა კიდია, კედლები ჭუჭყიან სალათისფრად არის შეღებილი, უფრო სწორად, სალათისფრად, რომელიც მერე გაჭუჭყიანდა : )) ლექტორის მაგიდასთან ჯუთხე კაფელით არის მოპირკეთებული და რომ ვუყურებ, თავი აბაზანაში მგონია :S 

ფილოსოფიის სემინარი

რაღაცა ცუდ ხასიათზე დავდექი, ეთიკაზე და ეგოიზმზე ლაპარაკობს და არ მსიამოვნებს... მარი მომიბრუნდა ახლა და მეუბნება: "იცი, სალო, რა მაგარია ჭამა და ფილოსოფია ერთად?!" :))) 

ხვალ ქართული ფილოლოგიის ლიტერატურის კურსს დავიწყებთ, როგორ მაინტერესებს, მომეწონება თუ არა... <3 კარგად ვარ განწყობილი და იმედი მაქვს, ენის არ იყოს, ესეც არ ჩამაშხამებს განწყობას... :S 

მალევე დაგიბრუნდებით ჩემი ცხოვრების ახალი დეტალებით, ვისაც აინტერესებს, წაიკითხეთ, ვისაც არა - კარი მარჯვნივ! <3

0 comments: