• RSS

Tuesday, September 27, 2011

"ააა, უი, შენ ის არა ხააარ?"



უმაგრესი დღე! 
ემოციებით დახუნძლული... თან ყველაზე მნიშვნელოვანი სამომავლო ცხოვრებისათვის, სამუშაოსთვის, ოჯახისთვის... ეს ცოოტა შორს გავიხედე.
ახლა კი სტუდენტური ცხოვრება იწყება! თან ისე მზიანად, შემოდგომისფრად, თბილად და ძალიან დიდი სიყვარულით...
ვის მიმართ?
თქვენ მიმართ, დღევანდელი დღე რომ გამიფერადეთ! <3 

რძისფრად გათენდა დილას... ცოტა უჟმური ამინდიც იყო, არ მესიამოვნა... თან უთენია ავდექი, ზოზინით ჩავიცვი და გავეშურე ვარკეთილის მეტროსკენ... 
პირველ კლასში ერთად ვიყავით, მერე მე სხვა კლასში გადავედი და რამდენიმე დღის წინ აღმოვაჩინე, რომ თათია ჩემი კურსელი იქნებოდა : )) ხელოვნებათმცოდნეობას ვირჩევო... ძალიან მომინდა, ისევ ერთად ვყოფილიყავით... პირველი კლასი და პირველი კურსი მესიმბოლურა... რად გინდა ხელოვნებათმცოდნეობა, მაგას მაინორ პროფესიადაც თავისუფლად აირჩევ, წამოდი, ქართული ფილოლოგია აირჩიე-მეთქი... ვარკეთილიდან რუსთაველის მეტრომდე შევაბი და რუსთაველიდან ვაკემდე უკვე საგნებზე ვმსჯელობდით  :-D 

თამოს ველოდებოდი მერე (სულ რამდენიმე ფილოლოგი შევაკოწიწე და მეძვირფასებიან), გამოჩნდა... გიოს დავურეკე და ამოვედი მესამე სართულზე, სად ხარო? ხელები ვიქნიეთ, დაახლოებით მივხვდი, სადაც იდგა, მაგრამ გასვლა შეუძლებელი იყო... ჰაერი არ გვყოფნიდა... თამო გადმოვაძვრინე მერე, მიდი, მიდი-მეთქი... გამხდარია, ადვილად გაართვა თავი... :-D კი ეძახეს, სად მიდიხარ, გოგონაო, მაგრამ ყურადღება არ მიუქცევია :-D 

ჩემი პეპი დავინახე ცოტა ხანში, ვაიმე, ვაიმე, როგორ გამიხარდა! მარტის მერე არ მინახავს და უუუზომოდ მომნატრებია... მარტო ჩემი პეპი! 

როგორც იქნა შევეკვეხეთ იმ ოთახში... :/  გამოვიდნენ, ქართულის ფილოლოგები შემოდითო... ორნიო.. სამი რომ იყოს-მეთქი? კარგიო და ოთხნი შევედით :-D  "ჯანდაბას თქვენი თავიო"- სახეზე ეწერა იმ გოგოს :-D ერთნაირი ცხრილი გაგვიკეთა... ^^ შოკოო, ჩემი ლამაზი გოგო ხარ, როგორ გამახარე, რომ გნახე!  ნაცნობი სახეები დავაფიქსირე <3 ანი იჯდა გვერდით მაგიდასთან.. მერე გიო შემოვიდა, მალევე გავიდა, ჩემი პეპიც შემოვიდა... უწვალებიათ დებილებს :/ ბაზა არ გაიხსნაო.. :/ ბოლოს ლალიკო დავინახე და ეგრევე ვიცანიი... საყვარელი! <3 

შეკვეხება ისე არ გაგვიჭირდა, როგორც გამოკვეხება იმ ოთახიდან... საშინელება იყო, გადავუარე ხალხს, რასაც ჰქვია! :/ 
გამოვეტიეთ და გადავრეკ-გადმოვრეკე... ცოტა გავიარ-გამოვიარე და საბოლოოდ მეხუთე კორპუსის შესასვლელთან მოვიყარეთ თავი... 


ყველაზე სასაცილო ის იყო, ერთმანეთს ფეისბუქის სახელებით რომ ვცნობდით და ვიხსენებდით: "ააა,უი, შენ ის არა ხააარ?" :-D :-D  

ჩემმა მზიანმა ანიმ დაურეკა და ლევანი მოვიდა მერეე... სულიერად თეთრი ადამიანი :-D ვინც ნახა,ყველამ უთხრა, შენ თეთრი წარმომედგინეო... ვიცინეთ :-D ომარი გავიცანი კიდე... გვანცა.. ქეთი, რომელიც მთელი გზა "ხატია" იყო :-D ვაიმე, ვაიმე... ყველანი როგორ მიყვარხართ, არც კი იცით! 

...და უცებ მოვიდა ერთი ძაალიან საყვარელი გოგონა გუკასთან ერთად... ლევანი იცნო ეგრევე, ნელ-ნელა შევყევით საუბარს... შევყევით და მე ის ვიპოვე! ძალიან ჩემი! ყველაზე ჩემი კუთხე ვიპოვე მის სამყაროში... და ჩემს სამყაროშიც... ვიპოვე ადამიანი, რომელიც ჩემსავით აფანატებს ესპანეთზე... ვიპოვე ადამიანი, რომელსაც, თურმე, აქამდეც ვიცნობდი და არ ვიცოდი... ჩემი ქეთი! <3 



მექანიკუროოო! შე ზე-უცნაურო არსებავ! გამიხარდი! ^^ 

ფეხით ჩამოვისეირნეთ რუსთაველამდე, გუკამ ანი ელვის უსწრაფესად გადაარბენინა გზის მეორე მხარეს და ელვის უსწრაფესადვე დაბრუნდა ჩვენსკენ :-D 

საოცარი დღე იყო... ამდენი ემოცია ცხოვრებაში ასე ერთბაშად არ დამგროვებია... უფრო სწორად, ამდენი დადებითი ემოცია! ჩემი ყველაზე მზიანები ხართ თქვენ და დანარჩენებიც, რომლების გაცნობის ბედნიერებაც ჯერ არ მქონია... 


მიყვარხართ ძალიან! 

მარად თქვენი კანარიო

0 comments: