• RSS

Friday, September 25, 2009

შარლოტა ბრონტე - ჯეინ ეარი

 შარლოტა ბრონტე 
   მგონი, მოვიდა დრო ახალი "კლასგარეშე საკითხავი ლიტერატურა" იხილოთ ჩემს ბლოგზე. დღეისთვის გადავწყვიტე, შემოგთავაზოთ შარლოტა ბრონტეს "ჯეინ ეარი". ჩემი აზრით, სამარცხვინოა, ეს წიგნი რომ არ ჰქონდეს ადამიანს წაკითხული! გარდა ამისა, მინდა გირჩიოთ, რომ რაც ახლა წასაკითხია, ახლავე წაიკითხოთ, თორემ, დიდობაში ნამდვილად აღარ გექნებათ მაგის დრო. ამას ჩამჩიჩინებდა ხოლმე დედა. ახლა თანდათან ვხვდები, რასაც გულისხმობდა, იმიტომ რომ არის წიგნები, რომლებსაც ახლა ვეღარ ვკითხულობ.


  მაშ ასე! ბრონტე გვიყვება ერთი გოგონას ისტორიას, რომელსაც არასახარბიელო ბავშვობა ჰქონდა, დადიოდა ერთ სასწავლებელში, სადაც ამცირებდნენ, მაგრამ მიუხედავარ ამისა, სკოლის დამთავრების შემდეგ, იმავე სასწავლებელში დაიწყო მასწავლებლად მუშაობა. 
  მერე უკეთესი სამსახურის საშოვნელად გაზეთებში გამოაქვეყნა განცხადება და გაირკვა, რომ ერთ სახლში მართლაც სჭირდებოდათ ბავშვის აღმზრდელი. მოვლენები სწორედ იქ ვითარდება. მას შეუყვარდება იმ სახლის მეპატრონე, მისტერ როჩესტერი, რომელზეც მეც ვარ შეყვარებული ისეთი მაგარი კაცია :))) ბევრი რომ არ გელაპარაკოთ და პატარა ინტრიგა შემოვაგდო, გეტყვით რომ როდესაც უნდა დაქორწინდეს ჯეინი როჩესტერზე, აღმოჩნდება, რომ მას ცოლი ჰყავს... ის ქალი როგორია და სადაა, ამას თქვენ გაარკვევთ ;) 
  ამას რომ გაიგებს ჯეინი, გაიქცევა და მერე იკვრება მთავარი კვანძი. როჩესტერი რაღაც მიზეზების გამო დაბრმავდება და ა.შ. დანარჩენი თვითონ წაიკითხეთ! 


  საკმაოდ საინტერესო წიგნია! თამამად ვიტყვი რომ ერთ-ერთი საუკეთესო რომანია, რაც ოდესმე წამიკითხავს!


 გადმოწერა

5 comments:

თათია said...

vgijdebi am nawarmoebze, umagresiaaa... visac wakitxuli ar gaqvt aucileblad waikitxeett ar inanebt... :))

Anonymous said...

dzalian miyvars es wigni, ramodenimejer maqvs wakitxuli da yovel wakitxvaze ragac axali agmovachine, mere kinosac vuyre, magram wigni bevrad ufro jobia, jeini sul sxvanairi warmovidgine da kinoshi sul sxvanairi iko da ar momewona eg.

ise martla yvelam unda waikitxos es wigni da yvela asakshi sxvadasxvanairad gaigebs.

pirvelad ro wavikitxe yuuradgeba mivaqcie ufro imas rom cudad eqceodnen da mere mainc gaumartlda da ragacas miagcia, meored ufro sasiyvarulo mxares davakvirdi :)

Anonymous said...

Dzaliian magari wigniia :X:X:X:X

მარი said...

გეთანხმებით ყველას! მართლა უმაგრეის რომანია! მე ამ ზაფხულს წავიკითხე და მართლა ძალიან ჩამითრია ზღვაზე ვიყავი და პლიაჟზე ვკითხულობდი .მე თ წიგნმა ჩამითთრია შანსი არ არის თავი დავანებო.მართალი ხარ ისრცხვილია რომ არ წაიკითხოს ადამიანმა ისეთი წიგნი როგორიც ჯეინ ეარია.ალბათ ბევრი ამ ფილმს ნახავს და იტყვის წავიკითხეო იმ იმედით რომ თუ რამეს შეეკითხებიან შინაარსი ეცოდინება მაგრამ არა ყოველთვის ვხვდები ადამიანს წიგნი წაკითხული აქვს თუ არა . როგორ არ ვიცი მაგრამ ვხვდები ! :) კანარიო!!! მომწონს შენი ბლოგი! ძალიან ჩემეულად წერ შენი პოსტების კითხვისას მუდამ კარგ ხასითზე ვდგები და მშშვიდდები.
http://marimga.wordpress.com/
ეს ჩემი ბლოგია გამიხარდება თუ ერთხელ მაინც შეხვალ და ერთ პოსტს მაინც გადაიკითხავ . ეხლახანს დავიწყე ბლოგერობა ასე ვთქვათ და შენ გამოღცეულად მომწონხარ . უი ხო ! წარმატებები ყველაფერში.:*:*:*:*:

Unknown said...

გაიხარე, საყვარელო :* აუცილებლად გესტუმრები ხოლმე... ჩემს ბლოგროლში ჩაგამატებ :*