• RSS

ჩემ შესახებ



    ნუ შეშინდები, შენ ჩემს ბლოგზე ხარ, არც ინტერნეტში დაკარგულხარ და არც რაიმე ვირუსიანი საიტი გაგიხსნია! :) 


   მე ერთი დაღლილი გოგონა ვარ - კანარიო.  ეს ჩემი სამყაროა, ხან ფერადი, ხან კი შავ-თეთრი. 

   შეგიძლია, ჩემი ჩანაწერები წაიკითხო და უკეთ გამიცნო. შეიძლება, ძალიან მეოცნებედ ან გულჩვილადაც კი მოგეჩვენო, ეგ არაფერი, შენ გარშემო ხომ გოგოების 90% ასეთია! :) არ დაკვირვებიხარ? 

   შეიძლება, ზოგიერთ პოსტში ბევრი წუწუნიც ამოიკითხო, მერე რა, ეს ხომ ბლოგია, ბლოგი, რომელსაც ესმის და ვერაფეს ამბობს, მე კი ამით ვსარგებლობ... ფიქრობ, რომ ცუდად ვიქცევი? მაშ, ბლოგებს არ იცნობ! მათი დანიშნულებაც ხომ სწორედ ეს არის!