• RSS

Wednesday, March 31, 2010

ჩემი ოცნების სახლი

       ალბათ, ბევრ თქვენგანს წამოუდგენია თავისი ოცნების სახლი... არც მე ვარ გამონაკლისი :)
     ამ ბოლო დროს დავაკვირდი და აღმოვაჩინე, რომ ძალიან მიყვარს ყავისფერი. უფრო ღია, შოკოლადისფერი, რაღაცნაირი, მადისაღმძვრელი ფერია... :) მიყვარს მყუდროდ მოწყობილი ოთახები, დიდი, ფართო ტელევიზორით და რბილი დივნებით. სამსახურიდან დაბრუნებული რომ ჩაჯდები და გემრიელად დაისვენებ... 
     მიყვარს ლამაზად მოწყობილი სამზარეულოც, სტაფილოსფერი და ჭყეტელა არა, ესეც უფრო მუქი, ან მოშავო , ან მოყავისფრო... 
    საძინებელიც აუცილებლად პატარა და კომფორტული უნდა იყოს. ვერ ვიტან ოთახის შუაგულში მდგარ საწოლებს. ბავშვობიდან შიში მაქვს, სულ მგონია ხოლმე რომ საწოლის ქვეშ ვინმეა, ან ზურგიდან მომეპარება და დანას ჩამარტყამს... :)) პსიქიატრიული შემთხვევაა, ვიცი! :)) ბევრი რომ აღარ გავაგრძელო, ჯობია, ჩემი გემოვნებით შერჩეული და მოწყობილი ოთახები დაგათვალიერებინოთ, შეიძლება თქვენი ოცნების ოთახიც იპოვნოთ მათში :)

მისაღები ოთახი

1)
ეს ჩემ მიერ მოწონებული ერთ-ერთი ჰოლია, საკმაოდ დიდი. ცოტა ცივის შთაბეჭდილებას ტოვებს, იატაკის გამო. 

იგივე ოთახი სხვა ხედით. 

კომფორტულია, დამეთანხმებით, ალბათ. 

მისაღები ოთახია, ფაქტობრივად, ოღონდ ღია. უკან სამზარეულოა. 


2)
ეს უფრო პატარა მისაღები ოთახია, შესაბამისად უფრო მყუდროც.

3)
ამასაც არაუშავს. 

4)
ზამთრისთვის, ვფიქრობ, შესანიშნავი ადგილია. 


5)
ჩემი ფავორიტი მისაღები ოთახი. :) ძალიან მომწონს.


სამზარეულო

1) 
გრაფიკაა, მაგრამ შესანიშნავი. ძალიან მიყვარს სამზარეულოში ბარი.

იგივე სამზარეულო გვერდითა ხედით. 

2) 
ლამაზია. წარმომიდგენია, ღამით, განათებული რა მშვენიერი იქნება. :)

3) 
ესეც ძალიან მომწონს. მართალია, ბარი არ აქვს, მაგრამ მაინც. 


საძინებელი

1)
მხოლოდ ეს მომეწონა, რატომღაც. საწოლის წინ ტელევიზორს ჩამოვკიდებდი, გვერდითა კუთხეში კი სარკიან მაგიდას. კართან პატარა თაროს წიგნებით. :)


ბავშვის ოთახი

1)
გოგონა რომ მეყოლება, ასეთ ოთახს მოვუწყობ :) 

(ბიჭისთვის ჯერ არ მომიფიქრებია :))

სააბაზანო

1) 
წესით ბევრნაირი სააბაზანო უნდა მომწონებოდა, მაგრამ დაახლოებით ამ სტილის მინდა. ეს ჯაკუზი ცოტა მაღლა იქნება. 


ეს კი ჩემი მომავალი რედაქციის კაბინეტია :) 


2 comments:

clown said...

არანაირად არ მაქვს სურვილი ამხელა სახლი მქონდეს :შ

Unknown said...

მე ძალიან მინდა, სულ ვოცნებობ. მგონია, რომ ასეთ სახლში უკეთ ვიქნები, უფრო მობილიზებული, უფრო ჩამოყალიბებული და მუზებსაც უკეთ ვაცხოვრებ :D