• RSS

Wednesday, June 28, 2017

ორსულობის ტესტმა დადებითი პასუხი მაჩვენა


ერთი კვირის წინ სასიამოვნო სიახლე აღმოვაჩინე - ორსულობის ტესტმა დადებითი პასუხი მიჩვენა.
​ახლა, ჯერი ექიმზე მიდგა. ჩემს სახლთან ახლოს მდებარე საავადმყოფო რომ გამახსენდა, გული ამერია მაგრამ ეს არ იყო ტოქსიკოზი 😊 . იქ გინეკოლოგთან მისვლა ნამდვილად არ ღირს. ისეთი პირობებია, თავი საბჭოთა კავშირში გეგონება. დავიწყე ინტერნეტში სხვა ახლომდებარე პოლიკლინიკების მოძიება. ძიების დროს ყურადღება საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში ჩართულ კლინიკებზე გავამახვილე.


"​გუგლის" საძიებო სისტემის პირველივე გვერდზე "ევექსის" ვარკეთილის პოლიკლინიკას წავაწყდი. გადაწყვეტილება მივიღე და წავედი. შესვლისთანავე თვალები გამინათდა - სუფთა და ნათელი გარემო და რაც მთავარია, პერსონალი, რომელიც იღიმის. მიმღებში დამიდასტურეს, რომ ექოსკოპია ნამდვილად უფასოა, რაღა მინდოდა, რიგში ჩავდექი. ჩემს წინ 4 ადამიანი იყო ჩაწერილი, ცოტა მათაც წავეჭორავე, ხომ იცით, ასეთ დროს გინდა შენი ამბავი ყველას ახარო. 1 საათში გინეკოლოგთანაც შევედი. ექიმმა ძალიან თბილად მიმიღო და როგორც იტყვიან ხოლმე, თან გადამყვა. 3 თვის აღმოვჩნდი. წარმოგიდგენიათ, 3 თვის ბედნიერება ხელიდან გავუშვი, მაგრამ არა უშავს, მე და ჩემს პატარას წინ მთელი ცხოვრება გვაქვს.

​ახლა, ორი რამ მახარებს, მთავარი - ჩემი პატარა გოგო ან ვინ იცის, იქნებ ბიჭიც მშობიარობამდე ნამდვილად კარგ ხელშია.


0 comments: