• RSS

Friday, September 25, 2009

ოჰ, ეს გაციება!

   2 დღეა საშინელ მდგომარეობაში ვარ! დიდი ხანია გაციებული არ ვყოფილვარ და აღარ მახსოვდა რა საშინელებაცაა! ღამე ვერ ვიძინებ, ვბორგავ, წამდაუწუმ წამლებს ვსვამ, ყელის ტკივილის წამალს ვწუწნი, სიცხეს ვიზომავ, მაგრამ საბედნიეროდ არ მაქვს, რაც ძალიან მიკვირს, იმიტომ რომ როცა ავად ვარ მინიმუმ 37 და 5 ზე რომ ავა, მერე რამდენიმე კვირა აღარ ჩამოდის ხოლმე, რომ გამიაროს მაინც... ახლა კი სრულიად საპირისპიროდ ხდება.
    
   სკოლაში მშვიდობაა! ცოტა გადავიღალე, მაგრამ არაუშავს! 
   
   ახლა გეგეშიძის "შურისძიებას" ვსწავლობ, ძალიან მაგარია!  

0 comments: