• RSS

Saturday, November 12, 2011

ჩვენ...!

გამარჯობა, მე ნინუცა ვარ... სალოს ძალიან ძველი და ძალიან საყვარელი მეგობარი... დაახლოებით ერთი კვირის წინ მომიწვია თავის ბლოგზე და ამდენი ხანია ვფიქრობ, რაზე დავწერო... როგორც იქნა მოვიფიქრე...

ჩემი ბლოგიც და სალოს ბლოგიც გადავსებულია ხოლმე ჩვენი "კვარტეტის" (მე და ჩემი ტყუპისცალი თამუნა, სალო და ნინი) ამბებით, ამიტომ გადავწყვიტე ჩვენზე დავწერო :)

ერთმანეთი სკოლამ გაგვაცნო, რისთვისაც მას ძალიან ვემადლიერებით... ჩვენ და სალო უფრო დიდხანს ვიყავით კლასელები, ნინი მე-8 კლასში შემოგვიერთდა... სალოს კარგად ახსოვს ნინის გადმოსვლის ამბავი, ერთი ჩუმი გოგო შემოვიდაო, ისაო ესაო... :) ყვება ხოლმე რაღაცეებს, ხოდა დამრიგებელმა გვითხრა არ გარიყოთო, ემეგობრეთო, გააშინაურეთო... რა თქმა უნდა, სალომ ეს დავალება თავის თავზე მიიღო, ნინის თავს დაესხა და იმდენი ელაპარაკა, თვითონ რომ იხსენებს ხოლმე სულ ეცინება............ უცბად გაარკვია სად იყო, როგორ იყო, რა ხდებოდა და გააშინაურა კიდეც... ერთი დუეტიც მალევე შედგა... მე და ჩემი დაც განუყრელები ვიყავით, საერთოდ ტყუპებს ერთი თვისება აქვს, მეგობრებს არ ეძებენ, თავიანთი მეორე ნახევრებიც ყოფნით... ამიტომ მეორე დუეტი ჩვენ ვიყავით... დროთა განმავლობაში ჩვენ და სალოც დავახლოვდით, სალოს კომპლექტში ნინიც მოჰყვა და ასე გადაიქცა ჩვენი დუეტები კვარტეტად...
თამუნა, ნინი, ნინი(მე), სალო


ერთად ბევრი რამ გამოვიარეთ, ბევრი კარგი, ბევრი ცუდი... ერთმანეთის გამოც ბევრი რამ დაგვმართნია... მაგალითად, ჩემი და ჩემი დის გამო, კილამ და სალომ უსაყვარლესი "არსება" დაკარგეს (ფხხხხ) ჩვენი დაქალები იყვნენ და ისე როგორ შეიძლებოდა :) ერთმანეთთან მგონი არც არასდროს გვიჩხუბია და ასე შეხმატკბილებული ურთიერთობა გვაქვს (ფთუ ფთუ ფთუ თვალი არ გვეცეს), კამათი და კბენა-ღრენა, რამდენიც გინდა...

სალო ჩვენი 09-ა, ყოველთვის ყველაფერი იცის და ყოველთვის მზადაა დაგეხმაროს...

თამუნა ჭკვიანია და ძალიან გვეხმარება ხოლმე მაღაზიებში, კაფეებში... ანუ მაშინ, როცა ჩემი, ნინის და სალოს თითები საკმარისი არაა მათემატიკური პრობლემების გადასაჭრელად...

მე და კილას ერთი დიდი დადებითი თვისება გვაქვს... იმდენად დიდი რომ ოთხივეს გვყოფნის ხოლმე... ანუ არც ისე კარგი ადამიანები ვართ... :)
მე და სალო

ნინი და თამუნა

საბოლოოდ ისე მოხდა, რომ სკოლის დამთავრების მერე გავიყარეთ... მე და ნინი თსსუ-ში ვსწავლობთ, ფარმაციის ფაკულტეტზე... სალოზე გეცოდინებათ... თამუნა CSB-ში... თამუნა ნინიზე ეჭვიანობს, ეგ გახდა და, მე კიდე დაქალიო... :) "გაყრის" მიუხედავად ერთმანეთის ნახვას მაინც ვახერხებთ და ბევრ კარგ საღამოებზეც დავძვრებით ერთად...

ყველაზე კარგი და ყველაზე სახალისო, ერთმანეთთან სახლებში შეკრებაა... მშობლები რომ გაოცებულები გვიყურებენ, ამოსუნთქვას არ ვაცდით ხოლმე ერთმანეთს, იმდენს ვლაპარაკობთ :))) თან მარიკას (სალოს დედა) გამომცხვარ სიგარეტებს არაფერი შეედრება... დედაჩემის დამწვარ, გადახარშულ, ჩახარშულ საჭმელებს (უფრო ხშირად იმიტომ ემართება ეგრე, რომ ჩვენ გვისმენს და ისე ერთობა, რომ საჭმელი ავიწყდება) და კილას ბებოს გამომცხვარ ლობიანებს არაფერი ჯობია :))) გასართობი ბევრი გვაქვს, თან მითუმეტეს ახლა, როცა ერთმანეთი უფრო მეტად გვენატრება... მოსაყოლიც და საჭორაოც უფრო მეტი გროვდება :)
თამუნა და ნინი

მე, სალო და ვიღაც ბავშვი... ფეხბურთს ვთამაშობდით, ვითომ :)
ასეთი კარგები ვართ (და ყოველთვის ვიქნებით) ჩვენ... და სულ "გაგახარებთ" ხოლმე კარგი ამბებით...

მოსაყოლი, მითუმეტეს ჩვენზე, გაცილებით მეტია... ჯერ ამით დავიწყოთ.... :)

0 comments: