საკონკურსო პოსტი
პერსონაჟები არ შეესაბამებიან
რეალურობას
- ისევ დაწყვიტეთ
წყალი, შვილო?! - აბაზანიდან მამაჩემის განწირული ხმა მესმის, - რაც GWP-ში დავიწყე მუშაობა, დედას აღარ იგინება „მათზე“, რატომღაც...
- მე რანაირად უნდა დამეწყვიტა, მამა, სახლში ვარ დღეს, არ მიწევს სამსახურში ყოფნა.
- ერთნაირები ხართ იქ ყველანი!
სულ მეღიმება ხოლმე ამ ფრაზაზე...
დაქალს ოთახში ვტოვებ ცოტა ხანს და სამზარეულოში გავდივარ...
ჩაი დუღს...
ვასხამ ორ ერთნაირ ფინჯანზე და ვბრუნდები.
- ისე, გოგო, ჩემთანაც ხშირად წყდება ხოლმე, ხო იცი, და რატოო? - მაგიდაზე ჩაის დადგმას არ მაცდის ნინი.
- უმიზეზოდ მართლა არ წყდება, ნინ, მერწმუნე, რა... იმდღეს ისეთი თქეში და წარღვნა მოვარდა, არ შეიძლება იმ წყლის ეგრე ხალხში გაშვება...
- და, აი, რას უშვრებით, მაგალითად?!
ისევ მეღიმება. რომ შემეძლოს, დავიდგამდი კამერას, ჩავწერდი ერთ სრულ ვიდეოს და ვატრიალებინებდი ტელევიზიებს საათში ერთხელ.
- წარმოიდგინე, ყველა ის პროცედურა რომ აგიღწერო, რაც საცავიდან შენს ონკანამდე მოსვლისას უტარდება, გათენდება...
- ამდენს რას უშვრებით, კიმარა?
- გოგო... მოკლედ, დიდი დანადგარებია, რომლითაც წყლის მაქსიმალური რაოდენობა იფილტრება, მერე კიდე იფილტრება, მერე უკვე ლაბორატორიაში ვამოწმებთ მის შემცველობას დღეში რამდენჯერმე 24 საათის განმავლობაში. სულ კონტროლშია, აი, სულ...
- აუ, და ის მართალია, რო თბილისის ზღვიდანაც უშვებთ ხოლმე
წყალს?!
- კი, ხანდახან... ნუ, განსაკუთრებულად საჭირო სიტუაციაში.
- ფუუუჰ... - იჯღანება ნინი და ჭიქას დგამს.
- ჰო, ჯერ ჭუჭყიან ხალხს ვაჭყუმპალავებთ ხოლმე და მერე - ეგრევე ონკანში! - გვეცინება ორივეს დაჯღანული სახეებით, - დაცული ზონა გვაქვს თბილისის ზღვაზეც, აბსოლუტურად იზოლირებულია და იმას კიდევ უტარდება მთელი გაფილტვრები და ამბები...
- აუ, წამოგყვე ერთხელ, არ გინდა?
- .... მოიცა, იმდღეს გვყავდნენ ბლოგერები ტურზე და ფოტოებს ახლავეც განახებ, ბევრი იღებდა...
 |
ტექნოლოგია, რომლითაც წყალი იფილტრება ბუნებრივად |
 |
ლაბორატორიული საფინალო კვლევა, სანამ წყალს ჩვენს ონკანებამდე გამოუშვებენ. (მოწმდება ქლორის შემცველობა და ა.შ.) |
 |
დანადგარი, რომლითაც მეტალების რაოდენობა იზომება წყალში (პროცედურა ტარდება თვეში ერთხელ) |
- რთული პროცესი რო იყო, ვიცოდი, მაგრამ ამდენი ჩალიჩი თუ სჭირდებოდა, რას ვიფიქრებდი...
- ახლა გაჩვენებ წყალს, რომელსაც „ჩალიჩი“ არ სჭირდება... მიწისქვეშა წყლებია, თვითონვე ძალიან სუფთაა, ყოველგვარი ქლორირებისა და საგანგებო მიხედვის გარეშე შეიძლება დალიო... მაგრამ მაინც უტარდება გაფილტვრა. ნატახტარში გვაქვს ეს
წყალი, ისეთი კამკამაა, ისეთი...
 |
ესეც ჟინვალი. |
- ახლა უთხარი ხოლმე ყველას, როგორ წვალობს შენი დაქალი, - ვეუბნები ირონიაშერეული იუმორით...
- კარგი... მამაშენით დავიწყებ!