• RSS

Friday, August 22, 2014

ვინ არის ციჭია?!



2014 წლის ზაფხული დღეებსღა ითვლის, ჩემო პატარა. სულ მალე შენი დრო დადგება, შემოდგომა, ოქროსფერი შემოდგომა. შენ კი უფრო და უფრო ცოტა დრო გრჩება იმისთვის, რომ შენს ბიოლოგიურ დედიკოს მუშტები დაუშინო მუცლიდან :)
სამი ჩასუნთქვასავით თვეღა დარჩა, არც კი, რომ ჩაგიხუტოთ და შენი გემრიელი სურნელი ვიგრძნოთ.

დედაშენს და მამაშენს ჯერ არ გადაუწყვეტიათ, რას დაგარქმევენ, მაგრამ არც არის ეს დიდად მნიშვნელოვანი! თავადი დედაშენი კვირაში ერთხელ იცვლის გადაწყვეტილებას და განწყობის რომელი სახელი „შეგხვდება“, ჯერ არცერთმა არ ვიცით.

წლები რომ გავა და კითხვას ისწავლი, შეიძლება, ამ პოსტსაც გადააწყდე. მერე დაფიქრდები, როგორი მოუთმენლობით გელოდებოდით ამ დროს. როგორ ესიზმრებოდი მარიამს (ჯერ არ ვიცი, ნათლიას დაუძახებ ხოლმე თუ შავტუხა დედიკოს :)) ), მიხვდები, როგორი სიხარული იქნები ჩემი... ოთახის კუთხეში იატაკზე რომ მივხსდებით, გადმოვყრით სათამაშოებს და „პიპიებით“ რომ ავიკლებთ სახლს. როგორ გავბერავთ საპნის ბუშტებს და მერე გავხეთქავთ ხოლმე, როგორ წავიკითხავთ ზღაპრებს და ვუყურებთ მულტფილმებს... ვივლით ფეხბურთის მატჩებზე, ვითამაშებთ დახუჭობანას და ყველაფერს გავაკეთებთ, რა გიჟობაც მოგვესურვება! 

შენ დიდი, ჭკვიანი და სასახელო ბიჭი გაიზრდები. ჩვენ კი, მამიკო და შენი სამი დედიკო ძალიან ვიამაყებთ შენით!


გელოდებით, პატარა! სულით და გულით გელოდებით!

0 comments: