• RSS

Saturday, June 27, 2009

ფიქრი 2


  გუშინ ვფიქრობდი, როგორ მომენატრნენ უცებ ყველანი! ხვალ ვნახავ უმეტესობას და მივხვდები, რომ შევმცდარვარ! სამმა სულელმა მიმატოვა! smiles გუშინ იმასაც მივხვდი, რომ  ჩემი ფურცლებიანი დღიური მიყვარს ძალიან! ხო და კიდე რამე მძაფრსიუჟეტიანი ფილმის ნახვა მინდა ჩაბნელებულ ოთახში... 
  რაღაც დაცლილი ვარ შინაგანად... იმდღეს თავბრუ დამეხვა, შარშანდელივით, ისევ არ დავიწყო ნეტა! mezzo-ს უსმენს ჩემი და ახლა, მეც მამშვიდებს ცოტა! დღეს შაბათია, ხო? კაია, "შუა ქალაქში" იქნება და გამამხიარულებს მაინც... გუშინ ვიპოვე "ანე ფრანკის დღიური", მაგარი წიგნია ძალიან... რამხელა რაღაცებს გაუძლო საწყალმა ბავშვმა... ჩემთვის, მაგალითად, ანე იდეალია დღიურების წერაში, ჩემი გოგონა 13 წლის რომ გახდება (გოგო თუ მეყოლა საერთოდ), ამ წიგნს წავაკითხებ და მერე დიიდ, ულამაზეს ბლოკნოტს ვუყიდი დღიურებისთვის, პირადი მაინც სულ სხვაა... მაგრამ მანამდე, ვინ იცის, რა აღარ მოხდება! თეატრში მინდა კიდე, ვისვენებ ხოლმე თეატრში, წუხელ მამა ელაპარაკებოდა მარჯანიშვილის მსახიობს - ლაშა-გიორგი პაპუაშვილს, მერე აღმოვაჩინე, რომ "ქაქუცა ჩოლოყაშვილში" თამაშობდა და ვიცი ეგ მსახიობი... საერთოდ მიყვარს თეატრი რაა! ერთი პერიოდი, მეც მინდოდა მსახიობობა, მაგრამ იმდენს ვერ ვიტყვი ამ პროფესიით, რისი თქმაც მინდა, ჟურნალისტიკა ძალიან დამეხმარება ამაში! თეატრზე გამახსენდა, ლევან წულაძესთან მაქვს ერთი სურათი გადაღებული, "პიგმალიონზე" ვიყავით და მაშინ გადავიღე, აი! (მიყვარს ეს კაცი!)

2 comments:

Sophie שרה Golden said...

რა საყვარლად დგახარ :ლოლ: :hugs:

თათია said...

Chemi peria xaaaaarrr