• RSS

Friday, June 5, 2009

ნეტა...რატომ...


ბევრს ვფიქრობ ხოლმე მომავალზე, ნეტა რა იქნება საერთოდ? ან რა პროფესია მექნება, ან სად ვიმუშავებ, ან ამიხდება თუ არა ისინი, რასაც ახლა ვგეგმავ... (?!) იმდღეს ვიწექი, ვერ ვიძინებდი და ვფიქრობდი, როგორი სახლი მექნება მომავალში, მოვაწყობ ჩემს გემოზე და ვიცხოვრებთ მარტო მე და თანამგზავრი, მერე პატარა თანამგზავრი შემოგვემატება, მერე კიდე და მერე ვიქნებით ტკბილად... 


ახლა რომ ვკითხულობ ხოლმე სხვების ბლოგებს, ზოგი ემოობს, ზოგი მართლა ემოა, ზოგი პატარა საყვარელი გოგოა, ან ბიჭი, ან სტუდენტი,ან მოსწავლე, ან უფრო დიდი, მაგრამ ასეთები თითქმის არ არიან! რატომ წერენ დღიურებს მარტო მოზარდები? (იშვიათი გამონაკლისების გარდა) 


საერთოდ, ყველას რაღაც მისია გვაქვს, სანამ ვიპოვიდეთ ვეძებთ, ან არ ვეძებთ, გვგონია, თვითონ გვიპოვის, მერე აღარ მოგვწონს და სხვა გვინდა... რა გვინდა საერთოდ ცხოვრებაში ადამიანებს ნეტა? (ძალიან ლირიკული კითხვაა, მაგრამ დამებადა!)

0 comments: