
აუ, დღეს რა იყოოო! იმდენი რამ მქონდა გასაკეთებელი, გუშინ ბლოკნოტში ჩამოვწერე, რა უნდა გამეკეთებინა და დილას ის ბლოკნოტი დამრჩა... ეგ ერთი პრიკოლი! დილით უნარებში გვქონდა წერა, 3 საათი ვწერდით, ბოლოს ისე გამოვშტერდით, რომ რასაც ვკითხულობდით, არ გვესმოდა, მერე წავიდა - "მოდი, ამაში "ბ"ს დავწერ, ესა-მესა, გადის ესა, ანუ "ა"!" და ეგეთი რაღაცები! :D
მერე ჩემს დეიდაშვილს ზეიმი ჰქონდა, სურათები გადავუღე, ჩემი ლუსო იყო მოსულიი, პატალა ქალია ჩემიი!
გავარკვიეთ, რომ home reading-ის ასპექტიც უნდა ჩავაბაროთ, ახალი ხათაბალა რაა!
ფიზიკის კონფერენცია იყო კიდე, კარგად წავიკითხე, მოსწონებიათ!
0 comments:
Post a Comment