• RSS

Sunday, June 14, 2009

ფიქრი


  გუშინ არ ვიყავი სკოლაში, დამეზარა... თან ბოლო დღე იყო... თან მიხარია, თან არა ყოველი კლასის დამთავრება, მაგრამ იმ "დიდ" გამოცდებს, ალბათ, ვერ გავექცევი! არ მინდა რაა, საშინლად არ მინდა! უბრალოდ გამოცდის მეშინია, თორე ჩაბარების პრობლემა 99%-ით არ მექნება! 
  დღეს კვირაა, წუხელ მამიკო გავაცილე გერმანიაში 1 კვირით,  იმედია, ეს ერთი კვირა გამოცდებზე მექნება ძირითადად ყურადღება გადატანილი, თორე, მენატრება უკვე! 
  ხვალ ქართულში მაქვს გამოცდა, როგორც გვითხრეს, ადვილი ტესტიაო, მაგრამ ჩემი ამბავი რომ ვიცი, დავიბნევი.. პრინციპში ეგრე ადრე მემართებოდა, ბოლო დროს რომ ვუკვირდები, ტესტს რომ დამიდებენ წინ, იმაზე ვფიქრობ, რაც შიგნით წერია და ნერვიულობისთვის დრო აღარ მრჩება... მგონი, ასეც უნდა იყოს! 
  რა მაგარი თავსხმა იყო წუხელის, თავსხმა კი არა, სეტყვა! მომეწონა! :)

0 comments: