• RSS

Monday, June 29, 2009

ექსკურსიაზე კლასთან ერთად.


  გუშინ არაფრის მოყოლის თავი არ მქონდა, სიმართლე გითხრათ, ახლაც მეზარება, მაგრამ ცოტას რომ დავწერ, მერე ადვილად გავაგრძელებ. დილით დედაჩემს ეგონა, ვერ გამაღვიძებდა და კარი რომ გააღო, თმას ვიკეთებდი უკვე, გაუკვირდა... მერე რაღაცები ჩავალაგე, კიდევ კარგი, წინა ღამეს ფურცელზე ჩამოვწერე, რა უნდა წამეღო, თორემ დილით, დარეტიანებულს, ყველაფერი დამრჩებოდა... სკოლასთან ტაქსიდან რომ გადმოვდიოდით მე და დედაჩემი, გიო და მამუკა მოდიოდნენ, თოკოს პაპა დაეღუპა და ვერ მოდისო, ხვალ უნდა წავიდეთ პანაშვიდზე. მარიმ გვალოდინა ბევრი :)) საყვარელი ბაჭყატუნა ეგ! :)) დიდი გზა არ იყო... შამფურები და ღვინო დაგვავიწყდა, კი არადა, ბიჭებს დაავიწყდათ. ნუ ყველაფერი ქალმა როგორ უნდა შეითავსოს, არ მესმის რაა?! :P მერე პოპულიში იყიდეს უკვე აცმული მწვადი. ჯერ სამთავისი ვნახეთ, მომეწონა, მითუმეტეს, ქაშუეთის ტაძარი მისი მსგავსი ყოფილა... მიყვარს ქაშუეთი! უფლისციხეში წავედით მერე, გველებიაო - შეგვეშინდა ძალიან, მაგრამ ბედად, გაწვიმდა გზაში და ძალიან არ ცხელოდა იქ. შესასვლელთან ბეევრი ძაღლი იყო, ისე გვექცეოდნენ, როგორც შინაურებს, მაგრამ მაინც მეშინოდა თავიდან, მერე შევეჩვიე, სულ თან დაგვყვებოდა ხან - ერთი, ხან - მეორე, ხან - მესამე და რავიცი... ბევრი რაღაც გავიგე, რამხელა მუშაობა დასჭირდებოდათ მაშინ, თითოეული გამოქვაბულის გამოსათხრელად, წარმომიდგენია... მერე იქვე ვნახეთ მაგიდა სკამებით და სუფრა გავშალეთ... თამაშზე აღარ მაქვს ლაპარაკი, "ამის პატრონმა რა ქნას" ვითამაშეთ და ხელით ვზილე ტალახი, იმ სიცხეში ჯერ ერთ პატარა ადგილას იყო ატალახებული და ნოზაძემ ისიც მე მაზელინა :D... მთელი კუნთები მტკივა ახლა... ძლივს დავდივარ :)) პატარა ნავები იყო და იმაზე ვისხედით... მოკლედ გავერთეთ, მარა ზოგიერთები რომ წამოსულიყვნენ, უფრო კაი იქნებოდა...უკანა გზაზე ისეთი რაღაცები გავიგე, ნუ იტყვი! რა გველია ადამიანი! 

2 comments:

sophie =] said...

xo chemi damsaxurebit gaige iseti ragacebi rom nu vityvi :| :D:D mara eg xom adamiani araa? =]]

kanario said...

eeh, ras izam, sof!