• RSS

Wednesday, June 24, 2009

ჩემი "მზიურელი" დაიკო!


  მოკლედ, მე მყავს უმაგრესი და მსოფლიოში, უუუმაგრესი! 5 წლიდან მღერის და დიდ წარმატებებსაც აღწევს უკვე! ლეგენდარულ ანსამბლ "მზიურში" სოლისტია, უკვე მე-3 წელია. შარშან ინსტრუმენტები აჩუქეს ანსამბლს და სინთეზატორი არჩია ნანაკომ, ძალიან კარგად უკრავს უკვე, თავისი სოლოების გარდა ყველა სიმღერას უკეთებს აკომპანემენტს... smiles ხვალ "მზიურის" კონცერტია, 40-მდე სიმღერას უკრავენ, მგონი! საწყალი ნანაკო, მთელი კონცერტი ერთი სინთეზატორიდან მეორეზე უნდა ირბინოს... მაგარი და მყავს - მეთქი, განა ვიტყუებოდი?! smiley ხოდა, ხვალ კონცერტზე მივდივარ, მანამდე უნდა რედაქციაში შევიარო, 2 სტატია მაქვს დასატოვებელი... მოკლედ, ხვალის ამბებს ხვალ მოგიყვებით! 

2 comments:

მარიამ ბლანკი¹³ said...

vaimeh saerTod ar ikiTxeba mwvane nawerii :(((

Unknown said...

arc yviteli?