
დღესაც კარგად წვიმდა... ისე, ნეტა როდის დათბება ცოტა? წუწაობა მინდა სკოლაში... :) უი, ხვალ ბოლო ზარია... დიდი დღეა, დიდი! რაღაც კარგის მოლოდინში ვარ... ფოტოაპარატს ვტენი ახლა, უნდა დავაფიქსირო ყველაფერი, ასეთი ამბების გამოტოვება როგორ შეიძლება? :) ახლა ისე ვარ, არ ვიცი რა დავწერო... 4 საათი მეძინა, რომ გავიღვიძე, ვეღარ ვიცანი ჩემი თავი, თვალები ისე მქონდა ჩასიებული... :S დღეს საყვარელი ბლოკნოტი ვიყიდე... იო-იო მინდოდა ხატებოდა გარეკანზე, ბევრი ვარჩიე და ბოლოს ვნახე, პატარად ახატია! :) ნანაკოც გავახარე ფუმფულა ვარდისფერი ბლოკნოტით... მოკლედ, ბლოკნოტმანია გვჭირს მე და ჩემს დას... :) ვნახოთ, სადამდე გამიძლებს ამჯერად... :) ახლა გავიქეცი ... :-*
0 comments:
Post a Comment