• RSS

Monday, June 8, 2009

happy!


  ამდენი ხანია ჩემს ოთახში აღარ ჩავკეტილვარ და ლექსი აღარ დამიწერია, სიმართლე გითხრათ, მომენატრა ლექსის წერის შეგრძნებები... ცოტა გადავიღალე, გამოცდები მაქვს 1 კვირაში... დღეს მათემატიკის საკითხებზე ვიმუშავეთ.. ვფიქრობ, რომელი გამოცდა მინდა პირველად, თუ გავითვალისწინებთ, რომ ქართულში ენაც უნდა ვწეროთ ლიტერატურასთან ერთად, მათემატიკა მირჩევნია ჯერ... რაც შეეხება ინგლისურს, სულ რომ არ ყოფილიყო კი ჯობდა, მაგრამ რადგან მაინც ჩემი ჩასაბარებელია, ბოლოსთვის მოვიტოვებ! 
   ხვალ ლიტერატურაში გვაქვს პრეზენტაცია, რას ვიზამთ, არ ვიცი, ალბათ, როგორც ყველამ, ჩვენც დასვენებებზე დავხატავთ პოსტერს, დასვენებებზე ვისწავლით სიტყვებს და მერე მოვყვებით იმას, რაც ადრეც ვიცოდით, ან უკეთეს ვარიანტში სახლში დავგეგმავთ როგორ გავაკეთოთ, სულ  ეს არის! ნუ რა იქნება, არ ვიცი! 
  თომას მანის "ბუდენბროკების" შოვნა მინდაა! თან ძალიაააან! გუშინ სასახლეში ვიყავი, ბავშვებმა დადგეს და მომეწონა, დამაინტერესა, უნდა წავიკითხო!  საერთოდ, ამ ზაფხულს ბევრი უნდა ვიკითხო, იქნებ მაგან მაინც მიშველოს! 

  დღეს კარგი ამბავი გავიგეე, ტასომ "ალუბლობის" კონკურსში გაიმარჯვა! გამიხარდა ძალიააან! კენჭიაშვილის "პროტესტებს" და "ისტერიკებს" კი ჯობია ტასოს ნაწერები! 
  გილოცაავ, ბარტყიი! 

0 comments: