• RSS

Thursday, June 4, 2009

კიდევ ერთი დღე


დღეს რაღაც კარგი ამინდი იყო, წვიმდა რომ გამეღვიძა, მერე ჩამეძინა და გამაღვიძეს. პირველ გაკვეთილზე კლასიკურ მუსიკას ვუსმენდით, უფრო სწორად, ვუსმენდი... ხმაურობდნენ და თავი ამტკივდა... გარეთ ისევ წვიმდა, მერე დაუშინა, გავედი და ვცეკვავდი, ძალიან მაგარი იყო! ვიღაცის ხმა გავიდე, შეყვარებულების ამონდიაო, მართლაც! მერე ნინი გამოვიდა, რას აკეთებ, გოგოო? იმდენი ვქენი, ბოლოს ისიც ცეკვავდა წვიმაში ჩემი მუსიკის წიგნით ხელში. მასწავლებელმა დაგვინახა და შეგვიყვანა, ცუდი იყო!

  რაღაც მიხარია შინაგანად, ალბათ, გუშინდელი ამბავი...

  კიდევ ის მიხარია, რომ მასაც უყვარს წვიმა! 

0 comments: