• RSS

Tuesday, June 16, 2009

a cup of tea


   ახლა ფინჯანი ჩაი მიდგას გვერდით, ვსვამ და თან ვპოსტავ. რაღაც კარგ ხასიათზე ვარ დღეს მთელი დღეა, ნეტა რა მიხარია, ხვალ მათემატიკის გამოცდა მაქვს... ალბათ, ჩავაბარებ, დიდი იმედი მაქვს! 
  დავფიქრდი და დავასკვენი, რომ ჩაის და ყავას სულ სხვადასხვა დატვირთვა აქვს და ადამიანების ხასიათს გამოხატავს... ჩაი კრავს სიტუაციას, სვამ და საუბრობ რამე ამაღლებულზე, რაც ყავით ჩემთვის წარმოუდგენელია... ყავა უნდა დაისხა "სადაქალოს" წრეში (ვერ ვიტან ამ სიტყვას და ზუსტად მაგიტომ ვთქვი!) , დაჯდე და გაჭორო ყველა და ყველაფერი! ჩემში ასეთ შთაბეჭდილებას ტოვებს ყავა და ჩაი... რაც შეეხება ლუდს (ყავაზე გამახსენდა :D (ისე, მაგარი სერიალია)), რატომღაც "დასათრობად" რომ სვამენ, არ მომწონს... თუ დათრობა გინდა, დალიე ღვინო ან არაყი და ეგაა! ლუდით დათრობა ზედმეტ მაზოხიზმად მიმაჩნია! 
   ხოდა მეც ახლა ვსვამ ჩაის... უცებ მომინდა, რა ვიცი! ისე,  გამუდმებით მეფიქრება ვიღაცაზე, ოღონდ ვერ მივხვდი, ეს რაღაც რა არის?  (ის არ არის, ამას მივხვდებოდი!)

0 comments: