Sunday, June 21, 2009
My lovely Dad!
წუხელ მთელი საღამო კომპთან ვიჯექი, მეშინოდა, არ ჩამძინებდა... თან მერე გლობალური ინტერნეტი გაითიშა (ქართულ საიტებს ხომ ფასი არ აქვს) და რაღაც თამაში ჩავრთე, ნანაკოს თამაშებში ვიპოვე, რომ ავმდგარიყავი, წამეყვინთებოდა! ხოდა, მეც დავჯექი და დავიწყე თამაში, არადა სხვებს ვეჩხუბები ხოლმე, კომპიუტერის დანიშნულება თამაში არ არის - მეთქი. 3-ის ნახევრამდე ვიჯექი კომპთან, მერე გავემზადე, ბიძაჩემი მოვიდა და აეროპორტში წაგვიყვანა მე, დედა და ნანაკო. ჩამოფრენით თვითმფრინავი დათქმულ დროს ჩამოფრინდა ზუსტად, მაგრამ ბარგის აღება გაიწელა 1 საათი, დამღალა ცოტა, ძალიან ძნელია ლოდინი რაა, აი, ძალიან! 5 იყო დაწყებული რომ უკვე სახლში მოვდიოდით, როგორ მომნატრებია! მიუხედავად უძილობისა, არ მეძინებოდა საერთოდ, სურათები დავათვალიერეთ, ბლომად იყო! მერე 7-ისთვის დავწექი და ჩამეძინა, 3 საათი მეძინა მარტო...
აეროპორტიდან საერთაშორისო ჟურნალ-გაზეთები წამუღია მამას, დღეს მთელი დღეა ვკითხულობ, საინტერესო რაღაცები წერია! ინგლისურ ღვინოზე (ჩვენი ჯობია!), ხელოვნებაზე, ინტერიერზე, კურორტებზე... ბევრი ახალი გავიგე მოკლედ!
დღეს ნინის ყურები გაუხვრეტია, მეც მინდაა, მაგრამ მეშინია ცოტა, დავძლევ შიშს იმედია! სილამაზე მსხვერპლს მოითხოვს!
1 comments:
მე მე-11 კლასში ვიყავი, ყურები რომ გავიხვრიტე :) მიყვარს საყურეები, პისტოლეტით საერთოდ არაა საშიში :)
Post a Comment