• RSS

Thursday, June 4, 2009

usual day


რამდენიმე დღეა, რაც არ შემოვსულვარ ჩემს ბლოგზე და ახალი არაფერი დამიდია... მგონი, საპატიო მიზეზებით! ;) ისე, გუშინ ჩემი დის დაბადების დღე იყო და მთელი სანათესაოს ბავშვები, როგორც ყოველთვის, ჩემთან იყვნენ! უკვე გამომდის მათთან გამკლავება :D დღეს ცოტა დავიღალე, კონფერენცია მქონდა ქართულში, ესეც მოვრჩი, ახლა ფიზიკაშიც და ვსო (ძალათი ოღონდ!) :D გამოცდები მაქვს სულ ცოტა ხანში, მეზარება ძალიან, აი, ძაალიან! უნდა დავჯდე, ვიმეცადინო, თოოორე.. :) ურაკპარაკზე ვეღარ შევდივარ და ნერვები მეშლება, რაღაც ჯანდაბა დაემართა ჩემს ექსპლორერს და ვერ მივხვდი რაა, ნერვები მეშლება, არადა იმდენი კაი რაღაც დავწერე ამ ბოლო დროს რომ, გამოქვეყნება მინდოდა... ხვალ კაი გაკვეთილები მაქვს... მიხარია. უი, დღეს რა დამემართა კიდე, დილით კლასელები წამოვყარე ლოგინიდან, უნარებში წერა გვაქვს - მეთქი, თურმე, არ ყოფილა საბოლოოდ გადაწყვეტილი დღეს თუ იქნებოდა და ტყუილად მივრეკე ბავშვები, კი მწყევლეს და მლანძღეს, მაგრამ გასახსენებლად მაინც დარჩება! :D ჩვენმა მასწავლებელმა მითხრა მერე, ერთი მოლა იყო, ხალხს უთხრა გზის იქით საჭმელს არიგებენო, ცოტა ხანში ყველა რომ მიდიოდა, იფიქრა, მეც წავალ, იქნებ მართლა არიგებენ რამესო... კაი ეს ხალხი მორეკე, შენ რაღას მოდიოდიოო? ვიცინეთ! :D დღეს რუსული არ ჩაგვიტარდა, გამიხარდა! ვერაფერი ვერ გავუგე მაგ ენას რაა! და საერთოდ ეგ რა ენაა, მამრობითი სქესის ძაღლზე რომ იტყვი მდედრობითიაო, იმის გამო რო დაბოლოება აქვს მდედრობითის! სრული უაზრობა! რაც ხალხია, ის ენაა! რამდენი მქონია სალაპარაკო?! ამის მერე, აღარ დავიგროვებ ხოლმე და ყოველდღე დავწერ რაღაცებს! :*

0 comments: