• RSS

Thursday, July 2, 2009

მომბეზრდა!


  რამდენიმე დღეა აღარაფერი დამიწერია ბლოგზე, რაღაც ცუდ ხასიათზე ვარ... პრინციპში, შემოვკაკუნდი აქ და არც ახლა ვიცი, რა დავწერო, არადა როგორ მინდოდა, გულს გადავაყოლებ-მეთქი...
   დღეს სახლში ვიყავი სულ, ნანაკო და დედა "მზიურში" არიან, იქაც რაღაც სისულელეები ხდება... 7-ისთვის აპირებენ ქობულეთში წასვლას... გუშინ სასახლიდან დამირეკეს, ერთმა ლექტორმა გვთხოვა ბავშვის ნომერი, კარგად რომ წერდესო და წინააღმდეგი ხომ არ იქნები, შენი ნომერი რომ მივცეთო?  ხომ არ ვეტყოდი, არ მისცეთ-მეთქი? ნუ რა იქნება, კაცმა არ იცის, რისი დაწერა ენდომება იმ ლექტორს... ყოველშემთხვევაში, ჩემს შესაძლებლობებში დარწმუნებული ვარ და ვიცი, რომ არ შევრცხვები. თან სასახლიდანაც იმედი აქვთ ჩემი და ვნახოთ რა იქნება! 
  ერთი სულიერი მომენატრა ძალიან... ისე ძალიან, რომ არ ვიცი, თითქოს საუკუნის უნახავი მყავდეს, არადა რამდენიმე დღის წინ ვნახე! 
  ახლა ვზივარ მარტო და ველოდები ან დედას, ან მამას, როდის მოვლენ... უკვე კომპიც მომბეზრდა! ამდენი სიახლეც მომბეზრდა... დღეს რაღაც წავიმეცადინევესავით და ეგეც მომბეზრდა, ასეთი უჟმური რამ გამაჩინა, ვერ ვხვდები! (კარგ ხასიათზეც ვარ ხოლმე, მაგრამ, ამ ბოლო დროს, იშვიათად!) გუშინდელ ამბებზე უნდა დავფიქრდე და გონივრული რჩევა მივცე ჩემს დას! ზოგი რა რეგვენია! ახლაც მოვა ნანაკო და მომიყვება დღევანდელზე, იმედია, ყველაფერი შეიცვლებოდა! თუ არადა, არ მიცნობენ როგორი ვარ!
  ნეტა ვინ და ვინ წამოვა ქობულეთში? :? რა საინტერესოა! 
  ინტერნეტი რომ ჩაერთა, ხომ ვილაპარაკებდით ახლა?! :(  

2 comments:

Sophie שרה Golden said...

ძალიან საყვარელი და ბუნებრივი პოსტი იყო :) ხდება ასე, ხან მოწყენილი იქნები, ხან - კარგ ხასიათზე.
წარმოიდგინე, მართლა როგორი იმედი ჰქონიათ შენი სასახლეში, რომ კარგად მწერალ ბავშვად გთვლიან. წარმატებებს გისურვებ!!!

Unknown said...

madloba, sofi, gaixare!