• RSS

Sunday, July 19, 2009

სამკუთხედი წრე

ცისარტყელას ფერებით,
თეთრი ცხენის ჭენებით,
პეპლიანი ველებით
ჩვენ მივწვდებით მზეს.

ჩაკიდული ხელებით,
ნათელი გათენებით,
დროდადრო გახელებით
ვეკვეთებით მტერს.

ცაზე ციცქნა ღილებით,
კეთილი გაღიმებით,
ვარსკვლავთ გამობრწყინებით
გავფრინდებით შორს,

მოციმციმე თვალებით,
ვიღაცის გახარებით,
ნელი შემოღამებით
დავეწევით დროს! 
(ჩემი ახალი ლექსია)  :)

1 comments:

თათია said...

მშვენიერია :)